„თუ საჭირო გახდა პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მივმართავთ“
სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ ყოფილმა მფლობელებმა პრესკონეფერენცია გამართეს, სადაც სადაც საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობაზე და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე ისაუბრეს.
ყოფილი მფლობელების წარმომადგენლის, ადვოკატთა ასოციაციის“ ადვოკატის იოსებ ხარატიშვილის განცხადებით „დღეს, გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ყველლა მონაცემი და მტკიცებულება, რომლებიც კონკრეტული პირების დანაშაულზე მიუთითებს. იმის მაგივრად, რომ მათ წინააღმდეგ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდეს, ისინი თავისუფლად დადიან და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ამ მთვარობასთან ურთიერთობები „დაალაგეს“.
თენგიზ მაჭავარიანმა, „სააქციო საზოგადოების ერთ - ერთმა მფლობელმა აღნიშნა, რომ მან და სხვა აქციონერებმა მიმართეს პრემიერ - მინისტრს, არა ერთხელ მოსთხოვეს პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ.
„მე მიჩნდება ეჭვი, რომ მათ მართლაც დაალაგეს გარკვეული დონის ჩინოვნიკებთნ ურთიერთობა. ქართული ოცნება სამართლიანობის აღდგენის დაპირებას მოვიდა, მაგრამ ეხლა ამ დაპირებას ბარიერი შეექმნა. ამ ბარიერს, მხოლოდ დაბალი რანგის მოსამსახურეები ქმნიან თუ შემოქმედები ზემოთაც ზემოთაც ყავს, ეს უკვე თქვენ გაარკვიეთ, ჟურნალისტებმა. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას და თუ საჭირო გახდა მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მივმართავთ“.
სააქციო საზოგადოება „ავტოგაზი“ მის კანონიერ მფლობელებს 2006 -2007 წლებში ჩამართვეს, რაშიც როგორც სამართალდამცავები ისე ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული. კომპანია, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაში გადავიდა.
კომენტარი