„საღმრთო“ ბორდელები, აკრძალვები ცოლიან მამკაცებზე და ისტორიები საროსკიპოების შესახებ...
საროსკიპო, იგივე ბორდელი, არის დაწესებულება სადაც პროსტიტუტების(მეძავების) სექსუალური აქტივობა ხორციელდება. საროსკიპოს მრავალი სახელი აქვს: ბორდელი, ქეთჰაუსი, ნოკინგ შოფი, საეჭვო რეპუტაციის ადამიანების სახლი, პროსტიტუტების სახლი, უხამსი სახლი. იმ ადგილებში, სადაც ილეგალურია ბორდელი, ხშირად მასაჟის განყოფილებებში, საუნებში და სტრიპტიზ კლუბებში უკანონოდ ხდება მეძავების მომსახურება.
ჯერ კიდევ ძველ შუმერულ ჩანაწერებში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 4000 წლით მოხსენიებულია „პროფესია” მეძავობა და ტაძარი ბორდელი, რომელთაც პატრონობდნენ მღვდლები ქალაქ Uruk -ში. „Kakum“ ანუ ტაძარი მიძღვნილი იყო Ishtar -ღმერთისადმი, რომელიც იყო ნაყოფიერების, ომის, სიყვარულის და სექსის ქალღმერთი. ტაძარში მსახურობდნენ ქალების სამი კლასი ან ფენა, ერთი ნაწილი ემსახურებოდა სექსუალურ რიტუალებს, მეორე ნაწილი ემსახურებოდა ტაძრის ვიზიტორებს, ქალების მესამე ნაწილი, კი წარმოადგენდა ყველაზე დაბალ კლასს და ისინი სექსუალურ ცხოვრებას ეწეოდნენ ქუჩაში ან ტაძრის გარეთ, თუმცა ცხოვრობდნენ ტაძარში. ასეთი საკრალური და „საღმრთო“ ბორდელები მდებარეობდა ძველ საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ჩინეთში და იაპონიაში.
გამოჩენილმა ათენელმა პოეტმა, მხედართმთავარმა, რეფორმატორმა და კანონმდებელმა სოლონმა ძვ. (წ. 638 – 558) , რომელსაც აგრეთვე დემოკრატიის ფუძემდებელსაც უწოდებენ, დაწერა კანონები, რომელიც ბორდელების და მეძავების ფასების რეგულირებას ახდენდა. იმ დროისთვის ბორდელები ძირითადად ემსახურებოდა მამაკაც კლიენტებს, ბორდელებში ცხოვრობდნენ და „მსახურობდნენ“ ნებისმიერი ასაკის გოგონები და ქალები და ახალგაზრდა მამაკაცები. ძველ რომში, ჯარისკაცებს ხელი მიუწვდებოდათ ტყვე და მონა ქალებზე, ბორდელები მდებარეობადა ბარიკატების და ქალქის კედლის მახლობლად.
სანამ ეფექტური კონტრაცეფცია გახდებოდა ხელმისაწვდომი, ხშირი იყო ახალშობილების მკვლელობები ბორდელებში (ინფანტიციდი). როგორც წესი მსოფლიოში ყველგან ახალშობილების გოგონების მკვლელობები უფრო ხშირი იყო, თუმცა მეძავები უფრო ხშირად კლავდნენ საკუთარ ბიჭ შვილებს. მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ლონდონში არსებობდა ბორდელები Liberty of the Clink რაიონში. უმეტესობა საროსკიპოებისა არ მუშაობდა რელიგიურ დღესასწაულების დღეებში და კვირა დღეს. საროსკიპოების მეპატრონეებისთვის ხშირად წესდებოდა დიდი გადასახადები, მათი მოვალეობა იყო მეძავების საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა.
ბორდელებში ხშირად წესდებოდა შეზღუდვა კლიენტებისთვისაც, მაგ. მასში არ დაიშვებოდნენ ცოლიანი მამაკაცები, იმისთვის, რომ ცოლისთვის არ „მიეტანათ“ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება. მეორეს მხრივ ეკლესია მიიჩნევდა, რომ მეძავები არსებობდნენ იმ კაცებისთვის, რომელთაც საკუთარი ქალი (ცოლი) არ ჰყავდათ.
მეძავებს ეკრძალებოდათ შეყვარებულის ყოლა, მეძავებად არ შეეძლოთ იმ ქალებს მუშაობა, თ სქესობრივად გადამდები დაავადებები აღმოაჩნდებოდათ, აგრეთვე არ შეეძლოთ იმ ტანსაცმლით ბორდელში ყოფნა რითიც ქუჩაში დადიოდნენ. მეძავები ზოგჯერ ტანსაცმლის ფერით განსხვავდებოდნენ სხვა ქალებისგან, ზოგ საზოგადოებაში მათ ყვითელი ზოლები ჰქონდათ მიხატული ტანისამოსზე. შუა საუკუნეებისთვის მრავალი ბორდელი დაიხურა სიფილისის ფართოდ გავრცელების გამო. მე-16 საუკუნისთვის მრავალი თეატრი წარმოადგენდა მეძავებისთვის თავშესაფარს. ბორდელები მრავლად იყო საბერძნეთშიც 1810 წლისთვის 180 ოფიციალური ბორდელი არსებობდა. le Chabanais და le Sphinx ცნობილი საროსკიპოები იყო თავისი ელიტარულობით და „ლაქშერი“ მახასიათებლებით (ქალები, კაცები, გარემო).
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მრავალი ბორდელი დაიხურა და ქვეყნების უმეტესობაში საროსკიპოები არალეგალური გახდა.
კომენტარი