სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია დაბრუნდა

რუსეთის ბაზარზე გარკვეული სახის ქართული პროდუქციის შეტანა დღეიდან (2014 წლის 26 მაისი) აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ("როსსელხოზნადზორი") ავრცელებს.

"როსსელხოზნადზორის" ცნობით, რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ბლისა და ალუბლის, გარგრის, ატმის, ქლიავის, ხურმის, კივისა და კენკრის მიწოდება.

ამასთან, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ასევე აღდგება ქართული ახალი კარტოფილის შეტანა იმ პირობით, რომ პროდუქცია გარეცხილი და სამომხმარებლო შეფუთვაში იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი, თელავში მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„რუსეთის ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის აღდგენა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინოს პროდუქტის რეალიზება და მიიღოს მეტი შემოსავალი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100