სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის აძლევს ხელს ახალი ომი კოსოვოში?

კოსოვოში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვუკ ერემიჩი, რეგიონში შექმნილ ვითარებას „დენთის კასრს“ უწოდებს, რომელიც როდის აფეთქდება, არავინ იცის. ექსპერტები აქ, უახლოეს მომავალში, ომის დაწყებასაც არ გამორიცხავენ. ანკლავში, ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის საშიშროებას, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მიეძღვნა.

როგორც ცნობილია, ორიოდე დღის წინ, სერბებსა და კოსოვოელ ალბანელებს შორის შეტაკებები მოხდა. ადმინისტრაციულ საზღვარზე წარმოქმნილმა დაპირისპირებამ, საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო და ევროპის ქვეყნების შეშფოთება გამოიწვია. საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე, კვლავ რთული და ფეთქებადსაშიში მდგომარეობაა შექმნილი. შეტაკების დროს, ალბანელების მხრიდან, ერთი მებრძოლო დაიღუპა. ხოლო სამი სერბი დაიჭრა. ერთი საკონტროლო–გამშვები პუნქტი მთლიანად გადამწვარია.

კოსოვოს კონფლიქტის ზონას, ნატოს კონტიგენტი, ამერიკის შეერთებული შტატების ქვედანაყოფები აკონტროლებენ. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ მდგომარეობის ამგვარი სცენარით განვითარება და ომი, სერბეთის ხელისუფლებას ხელს არ აძლევს.

ზოგადად, ვის ინტერესებში შედის მსგავსი, პროვოკაციული მოვლენები, ძნელი სათქმელია. აქ „დენთის აფეთქება“ არც ევროპას აწყობს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველა მხარისთვის, სასაზღვარო კონფლიქტი, ფაქტობრივად, სიუპრიზი აღმოჩნდა.

სავარაუდოდ, მიზეზი თავად კოსოვოს შიგნით მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებია, სადაც გარკვეულ ძალებს, ამ გზით სურთ, საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მიღება. სპეციალისტების მეორე ნაწილი, პესიმისტურ პროგნოზებს არ ეთანხმება, და მიიჩნევს, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა კოსოვოში, წარუმატებლად დასრულდება, ხოლო ბელგრადს და პრიშტინას, კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიება უფრო აქტიურად მოუწევთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100