სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანადაში უცხოელებს სტრიპტიზის ცეკვა აუკრძალეს

კანადაში უცხოელებს სტრიპტიზის ცეკვა ეკრძალებათ. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი კანონი ტურისტების დასაცავად იქნა მიღებული. რათა არ მოხდეს უცხოელების ექსპლუატაცია და მათზე ძალადობა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის ივნისში შევიდა. ეს კი ღამის კლუბების მფლობელებს უკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეები დროებით სამუშაოზე მიიღონ.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ კანადაში მსგავსი კანონის მიღებას 2007 წელსაც ცდილობდნენ, მაგრამ ამ ყოველივემ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ღამის კლუბების მფლობელებში და ხელისუფლება იძულებული გახდა ამ გადაწყვეტილების მიღება დროებით გადაედო. მიმდინარე წელს კი უკმაყოფილებისა და დემონსტრაციების მიუხედავად, კანონი ძალაში მაინც შევიდა. ამ ყოველივეს უგულვებელყოფის შემთხვევაში ტურისტს დაუყოვნებლივ დააბრუნებენ საკუთარ ქვეყანაში, დამქირავებელს კი ჯარიმის სახით საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100