პარლამენტის თავმჯდომარემ უბანზე აგიტაციის წესი დაარღვია - ცესკო
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ უბანზე აგიტაციის წესი დაარღვია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, - განაცხადა იოსელიანმა.
კომენტარი