სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Mazda RX-8 Spirit R

ლეგენდარული იაპონური სპორტქარის წარმოება დასასრულს უახლოვდება. თუმცა ლეგენდარულ მოდელებზე ერთი ხელის მოსმით საუბრის დასრულება შეუძლებელია. მიუხედავად ამ მოდელის წარმოების დასრულებისა, კომპაია თაყვანისმცემლებს ახალი ავტომობილის გამოჩენით გაახარებს. Spirit R–ის მოდიფიკაცია შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 1000 ეგზემპლარად გამოვა. განსაკუთრებული სერია, სტანდარტული RX-8–ისგან, ახალი სავარძლებით განსხვავდება. ასევე, მოდელი საბურავების ფერად დისკებს მიიღებს. ავტომობილი ექვსსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფით აღიჭურვება. Spirit R–ის გაყიდვების დაწყების ოფიციალური თარიღი, მიმდინარე წლის 24 ნოემბერია. RX-8–ის საბოლოო მოდელი კონვეიერიდან 2012 წლის ივნისში ჩამოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100