სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია აბაშიძე: დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა იმის მანიშნებელია რომ ოპოზიციის კანდიდატი, სავარაუდოდ, დამარცხდება

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტებისაგან პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად აწევის მცდელობისა, არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე აზრით, ოპოზიციის მხრიდან დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციის კანდიდატი ვაშაძე, სავარაუდოდ, დამარცხდება.
„ნაციონალურ მოძრაობის“ სურვილია, შექმნას გარკვეულწილად იმის საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად. ცალკეული ხარვეზები ცხადია არის, იყო და იქნება, სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდებით ძლიერი ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. თუმცა, ამ ხარვეზების, რიგ შემთხვევაში კი დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა მაფიქრებინებს იმას, რომ ვაშაძე, სავარაუდოდ დამარცხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი სურს, რომ შექმნას გარკვეულწილად იმის საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად, „ხმათა მოპარვის“ ფაქტად“- განაცხადა გია აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება იმ დასაბუთებელი საჩივრების დროული და სწრაფი განხილვა, რაც სავარაუდოდ არ იმოქმედებს არჩევნების საბოლოო შედეგსა და ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე.

„გადამწყვეტი იქნება ხვალ, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომელიც საკუთარი ასეულობით, ადგილობრივი სხვადასხვა ორგანიზაციისა და ექსპერტულ წყაროებზე დაყრდნობით იტყვის თავის სიტყვას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ტრადიციისამებრ, ამ განცხადებებს დაელოდებიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საგარეო პოლიტიკური უწყებებიც ბუნებრივია, როდესაც საკმაოდ წონადი საერთაშორისო მოთამაშენი აღიარებენ იმას, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, რაც უწინაც გვქონია, სისტემურ ჩავარდნებს ადგილი არ ჰქონია, უსური იქნება ცალკეულ ხარვეზებსა და პრობლემებზე აპელირებით ცესკოსა და ხელისუფლების დადანაშაულება „ტოტალურ გაყალბებაში”,- განაცხადა გია აბაშიძემ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100