სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოსთვის... " - პოლიტიზებული მართლმსაჯულება და მედიის თავისუფლება: რა შენიშვნები აქვს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს?

თუ სა­ქარ­თვე­ლო სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავს თა­ვის ევ­რო­პულ გზას, ვერ იქ­ნე­ბა ად­გი­ლი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის , - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ვალ­დის დომ­ბროვ­სკის­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დარ­ღვე­ვის“ სა­კითხს ეხე­ბო­და. დომ­ბროვ­სკის­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა ხელი შე­უ­წყოს და და­იც­ვას აზ­რი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის სხვა უფ­ლე­ბე­ბი. მისი თქმით, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთ ქვა­კუ­თხედს წარ­მო­ად­გენს. "ბა­ტო­ნი გვა­რა­მი­ას წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია ევ­რო­კავ­ში­რის არა­ერ­თგზის მო­წო­დე­ბის ფონ­ზე, რაც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის შემ­დგომ რე­ფორ­მას შე­ე­ხე­ბა ნდო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით. ეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დიდი ხნის წინ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა“, - დას­ძი­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა. მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბა შე­ნიშ­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ძა­ლა­დო­ბა და და­ში­ნე­ბა არა­სო­დეს არის მი­სა­ღე­ბი. "მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, არ და­ტო­ვოს ად­გი­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის­თვის და და­ი­წყოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ე­ბის მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ეფექ­ტუ­რი და დრო­უ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დი­ის სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დაც­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა. ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­წუ­ხა­როდ, მათ მცი­რე პროგ­რე­სი ნა­ხეს 2021 წლის 5 ივ­ლისს, ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რი­ვი თავ­დას­ხმე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის კუ­თხით. "კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ა­ორ­მა­გოს ძა­ლის­ხმე­ვა და უზ­რუნ­ველ­ყოს შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სი­ძულ­ვი­ლი­თა თუ შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის­გან“, - აღ­ნიშ­ნა დომ­ბროვ­სკის­მა. "ჩვენ კვლა­ვაც შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი კი­თხვე­ბის გამო" - გა­ნა­ცხა­და ვალ­დის დომ­ბროვ­სკის­მა ევ­რო­კავ­ში­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში ჩარ­თვის­თვის არა­ერ­თხელ მო­იწ­ვია. "ევ­რო­კავ­ში­რი რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ახლო მე­გობ­რად და პარტნი­ო­რად და ის მტკი­ცედ არის ჩარ­თუ­ლი ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. ეს არის გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და უფრო ფარ­თო რე­გი­ო­ნის­თვის იმ კონ­ტექ­სტში, სა­დაც რუ­სე­თის ომმა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აშ­კა­რად შექ­მნა ახა­ლი რე­ა­ლო­ბა“, - დას­ძი­ნა დომ­ბროვ­სკის­მა. "ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გა­მო­ი­ყე­ნებს ამ მო­მენტს, რათა მი­აღ­წი­ოს წინსვლას სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გზა­ზე და და­იც­ვას უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ხელ­შე­წყო­ბის კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100