სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოძალადეს – ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა14 წლის გოგოს საქმეზე დაკავებულს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გამოძიება ბრალდებულს ორ მუხლს ედავებოდა. თვითმკვლელობამდე მიყვანას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირს. 24 წლის კაცი თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაწილში მოსამართლემ გაამართლა.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები. უფლებადამცველი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამავე საქმეზე 1 წლით პატიმრობა შეეფარდა 14 წლის გოგოს ბაბუას. მას ბრალი ბავშვზე ძალადობისა და მუქარის მუხლით ჰქონდა წაყენებული. ის მუქარის ნაწილში მოსამართლემ გაამართლა.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს, ქობულეთში 14 წლის გოგომ, ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდ პოლიციისთვის ჩვენება თვეებით ადრე ჰქონდა მიცემული, თუმცა პოლიციამ ბრალდებულები მხოლოდ გოგოს გარდაცვალების შემდეგ დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100