სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

100 წლის მძღოლმა 11 ადამიანი იმსხვერპლა

ლოს-ანჯელესში საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის გამომწვევი მიზეზიც 100 წლის მძღოლი გახდა. მოხუცმა მართვის კონტროლი დაკარგა, ავტომობილი სკოლის წინ არსებულ ფეხითმოსიარულეთა ბილიკზე ავიდა რის შედეგადაც 11 ადამიანი, მათ შორი 9 ბავშვი, იმსხვერპლა. ოთხი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

თავად 100 წლის მოხუცი აღნიშნავს, რომ მწყობრიდან გამოვიდა სამუხრუჭე სისტემა და შედეგად მართვაზე კონტროლი დაკარგა. ავარიის დროს თავად არ დაშავებულა და მოხუცი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100