სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადრებში ისმის პენიტენციურის უფროსის მოადგილის ხმა, საიდანაც დასტურდება, რომ სააკაშვილი გლდანში შურისძიების მოტივით გადაიყვანეს - საძაგლიშვილი

სააკაშვილის ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტის გლდანის ჰოსპიტალში გადაყვანის ამსახველი კადრებიდან ირკვევა, რომ ე.წ. "შუმოკი" ორგანიზებული იყო. როგორც საძაგლიშვილმა განაცხადა, კადრებში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, ისმის პენიტენციურის უფროსის მოადგილის კომენტარი, საიდანაც ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა შურისძიების მოტივით მოხდა:

„იუსტიციის სამინისტროს მიერ ადრე გავრცელებული კადრებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რომ ამ ვიდეო ჩანაწერზე, სრულ მასალაზე იქნებოდა გაცილებით მძიმე კადრები ასახული არაადამიანური მოპყრობის და წამების მესამე პრეზიდენტის მიმართ, თუმცა, ამ მოლოდინის მიუხედავად, მაინც მძიმე აღმოჩნდა ამ ვიდეო-მასალის ყურება, რადგან მასზე არის ნათლად და გარკვევით დაფიქსირებული, თუ როგორ ეპყრობიან არაადამიანურად, როგორ ატყუებენ, გადაჰყავთ შემდეგ იძულებით, ასევე ნათლად დასტურდება, რომ ე.წ. შუმოკი იყო ორგანიზებული და ხდება ბრძანების გაცემა და იწყება ხმაური გლდანის ციხეში.

აღსანიშნავია, რომ აქვე, კადრებში ისმის ვერტმფრენის ხმა, მაგრამ იმდენად ძლიერია ეს „შუმოკი“, რომ რეალურად სხვა ხმები გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ შემოდის და აქვე ისმის პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილის კომენტარი, რომლითაც იხსნება საერთოდ, რა საჭირო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში მიყვანა, ეს ადამიანი ნათლად ააშკარავებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყო გლდანში შურისძიების მოტივით და უთხრა, შინაარსი მისი მიმართვის პრეზიდენტის მიმართ იყო ის, რომ ის იღებდა იმას, რაც დაიმსახურა, ცხადია, რომ ასე არ უნდა იქცეოდნენ საჯარო მოხელეები და ეს არის ის არაადამიანური მოპყრობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ვიდეო-კადრებზე ასევე ასახულია, თუ როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის იძულებით შეყვანა მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ციხე, ეს არის საავადმყოფო, მოშიმშილე ადამიანის ძალით გადაყვანა საავადმყოფოში, არის სწორედ არაადამიანური მოპყრობა და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა.

რაც შეეხება ხმას, ჩვენ მოვისმინეთ ერთადერთ ვიდეო მასალაზე არსებული ხმა, ეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაღებული ვიდეო-მასალა, სხვა ვიდეოებს ხმა არ გააჩნია, რადგან ფორმალურად კანონის მოთხოვნა ასეთია, რომ მხოლოდ ვიდეო მეთვალყურეობა უნდა მიმდინარეობდეს. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეჭვი არ ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერი ვიდეო, გადაადგილების თუ პალატაში ყოფნის პერიოდში, ხმაც იწერება, თუმცა, წვდომას ამ ხმაზე ვერც ჩვენ და ვერც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვერ მიიღებს, ამის მოლოდინი არ გაგვაჩნია,“- განაცხადა საძაგლიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100