სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოღოს ნაკბენის გამო გოგონას სამი წუთით გული გაუჩერდა

25 წლის ინგლისელ კიმ რობინსონს ფეხზე კოღომ უკბინა. გოგონას ეს ჩვეულებრივი მწერის ნაკბენი ეგონა და ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კოღო სერიოზული ბაქტერიული ინფექციის გადამზიდავი იყო.

დაავადება, რომელიც მწერს ჰქონდა, ნეკროზული ფაშიტიტი იყო და ის ახდენს კანის ქვეშ არსებულ ქსოვილებზე და მის კუნთებსა და ორგანოებზე. როდესაც კიმს ნაკბენი გაურთულდა, ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა. მდგომარეობა ძალიან რთული იყო, ამიტომ ექიმმა სასწრაფო ოპერაცია დანიშნა, რათა დაინფიცირებული ადგილი მოეკვეთა. ქირურგებმა ფეხის ამპუტაცია გადაწყვიტეს. ოპერაცია რომ დაიწყო, ფილტვების კოლაფსი მოხდა და გული შეჩერდა. იმისათვის, რომ სიტუაცია არ გამწვავებულიყო, ექიმებმა კიმი 5 დღის განმავლობაში სამედიცინო კომაში ამყოფეს.

"თავდაპირველად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ამის შემდეგ დამეწყო ქავილი, ხოლო მეორე დღეს მთელი ფეხი შემიშუპდა. გადავწყვიტე, ექიმისთვის მიმემართა, რადგან მეგონა, რომ მხოლოდ ანტიბიოტიკები მჭირდებოდა. როდესაც ოპერაციის შემდეგ გავიღვიძე, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ რამდენიმე დღე კომაში ვიმყოფებოდი. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ კალენდარი მაჩვენა და ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. უცნაურია, რომ ეს ყველაფერი კოღოს უბრალო ნაკბენის შედეგი აღმოჩნდა. ჩემი შვილები ისეთი შეშინებული არიან, კოღოს საწინააღმდეგო საშუალებებს ხმარობენ სახლში" - განაცხადა კიმმა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, ამას ბედნიერ დასასრულს მაინც ვერ უწოდებ. ოთხი შვილის დედას ახლა ფეხზე დიდი შრამი აქვს, რომელსაც ვერაფერს უხერხებს. მართალია, ფეხის ამპუტაქციას გადაურჩა, მაგრამ პოსტ-ტრავმული სინდრომისგან ჯერ ვერ თავისუფლდება - წერს გამოცემა Mirror.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100