"სიკვდილიც არის და სიკვდილიც, მწამებლურად და არაადამიანურად დაიღუპნენ 19 წლის ბიჭები" - სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში (ვიდეო)
ქუთაისის ყინულის მოედნიდან წყალტუბო-ქუთაისის გზამდე, სადაც 15 იანვარს ავტოავარიას სამი მოზარდი ემსხვერპლა, სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობა მოეწყო.
მოქალაქეები მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციებს იმ უწყებებისგან ითხოვენ, რომელთა ვალდებულებაც საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
როგორც აქცია-მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი შემთხვევა დასრულდა ფატალურად, თუმცა, რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არც ერთი ნიშანი.
"ერთი წლის განმავლობაში 20-მდე ადამიანი შავდება სტატისტიკურად, შვიდამდე იღუპება და ასე გრძელდება წლებია. მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებას და დღესვე შეგვაქვს წერილი საგზაო დეპარტამენტში მიიღოს ყველა ზომა და დაარეგულირონ მოძრაობის უსაფრთხოება. შეიძლება ეს იყოს მწოლიარე თუ ცოცხალი პოლიეცელი და ა.შ" - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აკაკი საღინაძე
კომენტარი