ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს
„ჩვენ, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“ ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო დღეების ტენდენცია ასეთია.
„ ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, ტენდენცია რომ ძალიან პოზიტიურია, ადასტურებს „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც.
„ ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კომენტარი