სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არავინ იცის სადაა ზაზა სარალიძე, მასთან კავშირი არ მყარდება" - გიორგი ვაშაძე აქციაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რუსთაველზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მომდინარეობს, რომლის მსვლელობისას გიორგი ვაშაძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა. დრონი.ჯი ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენი გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსები ამ ტრიბუნაზე გამოსვლას არ ვაპირებდით, ეს იყო ცალსახად ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა მთავარი საკითხი, რაც მინდა გაგაცნოთ - ნამდვილად არავინ არ იცის, ფიზიკურად სად იმყოფება ზაზა სარალიძე, ეს არის უკვე საგანგაშო სიტუცაია. ბოლო მონაცემებით 18:15 წუთზე მან ზვიადს მოსწერა, რომ აუცილებლად მოვიდოდა აქციაზე, მას შემდეგ, რაც აქცია დაიწყო, ეს იყო მისი გადაწყევტილება, რაც გვითხრა ზვიადმა. ამის შემდეგ ამ ადამიანთან კონტაქტი ვერ მყარდება, შესაბამისად მოვუწოდებ ხელისუფლებას - შეეშვით ძალადობას, რომელიც დღეს თქვენ დაიწყეთ ამ ადამიანზე ხელახლა. უახლოეს პერიოდში ამ ადამიანმა საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კიდევ ვიმეორებ - ვერავინ ვპოულობთ მას. ვიღაცამ მოგვაწოდა ინფორმაცია, ვითომ და ლომჯარიასთან ერთად არის, თუმცა მას არანაირი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, შესაბამისად აქ შეკრებილი ყველა ადამიანი გვეკითხება ჩვენ, სად იმყოფება ზაზა. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ქმედებები, შესაბამისად ჩვენ ვთხოვთ ზაზას, თუ მას ესმის ჩვენი პირდაპირი ეთერით, რომ გააკეთოს განცხადება სადაც არ უნდა იმყოფებოდეს. ზაზა, გიდგავართ ბოლომდე გვერდში, არავის შენ თავს არ დავაჩაგვრინებთ" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100