სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შერონ მარის" სამოსი იყიდება სინგაპურში, ამერიკაში, პორტუგალიაში, იტალიაში და ის ქართველია

მისი ტანისამოსი იყიდება სინგაპურში, ამერიკაში, პორტუგალიაში, იტალიაში და ის ქართველია, თუმცა სამშობლოში შერონ მარის შესახებ ცოტამ თუ იცის.

საბედნიეროდ ახლა საქართველოში იმყოფება, ამიტომ დრონი.ჯიმ დრო იხელთა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ვინ არის შერონ მარი? როგორ დაიწყეთ და სად მოღვაწეობთ ახლა?

შერონ მარი არის შორენა მარცვალაძე წარმოშობით ქართველი. ვმოღვაწეობ ევროპაში ძირითადად პორტუგალიაში, თუმცა დავკონკრეტდები და ვიტყვი რომ ამ დროისთვის ვარ საქართველოში, რადგან გავხსენი ჩემი პატარა ატელიე, სულ რაღაც ათ კვადრატში, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მიყვარს...

დრონი. ჯი-სთვის ცნობილი გახდა, რომ "პორტუგალიის ფეშენ-ფილმ ფესტივალზე" მიგიწვიეს და ამის შესახებ რომ გვიამბოთ?

"პორტო ფეშენ ფილმ ფესტივალი" იმართება ყოველწლიურად. გავიარე რეგისტრაცია და პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა. მეორე ტური უკვე ოფიციალურად ბრენდის ვიდეოს წარდგენა იყო და გაკეთდა ვიდეო, დავაკონკრეტებ საქართველოში, ქართველების მონაწილეობით და უკვე გადაიგზავნა კიდეც. წინაწარი დადებითი შეფასებებიც მივიღეთ უკვე. ეს ფესტივალი არის ფილმების და ბრენდების დაჯილდოება. ფინალი ჩატარდება პორტუგალიაში ქალაქ პორტოში 27 სექტემბერს. 6 პროფესიონალი კაცისგან შემდგარი ჟიური ძალიან მკაცრია და ვნახოთ რა გამოვა..

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც უანგაროდ დამიდგნენ გვერდით და ასეთი ლამაზი პროფესიონალური ვიდეო შეექმენი ჩემს ბრენდზე. მადლობა მსახიობებს ვიოლეტა სეზანს, რუსუდან ქაქუთიას და სხვებს. განსაკუთრებული მადლობა ფილმის რეჟისორს ზურაბ ორთავიძეს. რომ არა ის მე მარტო ვერაფერს გავაკეთებდი.

თქვენი ნამუშევრების შესახებ რომ გვითხრათ, ძირითადად რაზე მუშაობთ?

ამ დროისთვის ვქმნი თემას "მარლენ დიტრიხზე" და ვგეგმავ პერსონალურ ჩვენებას საქართველოში. ეს იქნება ჩემი პირველი დებიუტი ჩემს ქვეყანაში. ზოგადად უფრო მაღალ მოდაზე ვმუშაობ თუმცა ასევე ყოველდღიურზეც. რაც შეეხება ჩემს ხაზს, მიყვარს კონკრეტულ თემებზე მუშაობა, ბევრი ფერი და სირთულე დეტალებზე.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვიამბოთ, რას უნდა ელოდოს საზოგადოება შერონ მარისგან მომავალში?

ვაპირებ ჩემი საქმიანობის გაფართოებას საქართველოში. მაქვს საინტერესო გეგმები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოეთში არ ვიქნები. მე იქ ხშირად ვიქნები საქმიდან და კონტრაქტებიდან გამომდინარე. ჩემს პროდუქციას ვყიდი სინგაპურში, ამერიკაში ,პორტუგალიასა და იტალიაში. სექტემბრიდან კი უფრო მასშტაბური გახდება ჩემი ბრენდი. ასევე ვაპირებ საქველმოქმედო ფონდის შექმნას და მოვემსახურებით უპატრონო ბავშვებს, მოხუცებს. ამ პროექტზე უკვე დაწყებულია აქტიური მუშაობა.

Sheron Mar Fashioon Fall Winter from Sheron Mar Fashion on Vimeo.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100