ზუგდიდში, ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი - „გორგია“ გაიხსნა
ზუგდიდში, სოფელ რუხში ყველაზე იაფი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი - „გორგია“ გაიხსნა.
ღონისძიება ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მენეჯმენტთან ერთად, ზუგდიდის გუბერნატორმა და საპატნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ გახსნა.
3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში, მომხმარებელს 30 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება.
ჰიპერმარკეტის გახსნა ზუგდიდში, სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 70-მდე ადამიანი დასაქმდა.
კომენტარი