კვირიკაშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს სამუშაო საუზმეზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, შონ ოსალივანთან გამართა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ დაგეგმილია პროექტების განხორციელება ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიც არის: საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ენერგეტიკა და სხვა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შონ ოსალივანს ADB-ს ფინანსური მხარდაჭერისთვის.
სამუშაო საუზმეს აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში და მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი დაესწრნენ.
კომენტარი