სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი იწყება

თბილისი, 17 თებერვალი, 2016 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ აცხადებს ახალი ტრენინგის დაწყების შესახებ „ფონდების მოძიება და პროექტული განცხადების შედგენა არასამთავრობო სექტორში“. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის,ვინც მუშაობს არასამთავრობო სექტორში, ან არის პროექტების მენეჯერი, დირექტორი თუ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი და სურს მიიღოს გამოცდილება ფონდების მოძიების საკითხში. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა შეადგინონ გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის და რა ეტაპებს გადის საპროექტო განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე. როგორ ხდება ფონდების მოძიება და ბიუჯეტის შედგენა. ტრენინგზე დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. მონაწილეები ნიმუშის სახით შეადგენენ კონცეფციას, პროექტის განაცხადს და ბიუჯეტს.

ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ [email protected] -ზე გაგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ან დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: www.bog.edu.ge. ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე. ტრენინგზე რეგისტარციის ბოლო ვადაა 29 თებერვალი.

###

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ:

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, ქყვენაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, მისი ბიზნესის სკოლის, სასერტიფიკატო სწავლების და პროფესიული განათლების მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით ფინანსებში, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100