ამერიკელებმა გასულ წელს ქველმოქმედებაში 300 მილიარდი დოლარი დახარჯეს
ამერიკელებმა გასულ წელს საქველმოქმედო მიზნებით 291 მილიარდი დოლარი გაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ს მოსახლეობის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხის რაოდენობა კოლოსალურია, ეს ციფრი 06%–ით ნაკლებია 2007 წელთან შედარებით. ამერიკელები კრიზისამდელ პერიოდში ქველმოქმედებისთვის მეტ თანხას ხარჯავდნენ. ამას ჯგუფი Giving USA Foundation–ისა და ინდიანას უნივერსიტეტის ფილანთროპიის ცენტრის კვლევებიც ადასტურებს.
„სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ ბევრი არაკომერციული ორგანიზაცია დღემდე ვერ გამოვიდა კრიზისიდან. და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. კიდევ 5–6 წელი გავა, ვიდრე ჩვენ თუნდაც კრიზისამდელ დონეს დავუბრუნდებით,“ – განაცხადა ფილანთროპიის ცენტრის დირექტორმა პატრიკ რუნიმ. ინდივიდუალური შენაწირები 2,7%–ით გაიზარდა და 211,7 მილიარდს გაუტოლდა. ქველმოქმედების მიზნით გაღებულმა თანხამ მთლიანობაში 19%–ით მოიმატა. საქველმოქმედო ფონდების ხარჯები 41 მილიარდი დოლარის დონეზე დარჩა, კორპორაციების შენაწირები კი 10%–ით, 15 მილიარდამდე გაიზარდა.
ამ თანხების მესამედზე მეტი რელიგიურმა ჯგუფებმა მიიღეს, საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 14% დაიხარჯა. 11%–ს სხვადასხვა ფონდებში წავიდა, 8–8 % კი ჯანდაცვის პროგრამებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს მოხმარდა. ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხის 5% სხვადასხვა პროგრამასა და გრანტზე მოდის, გარემოს და ცხოველთა დაცვას მხოლოდ 2% ხმარდება, დარჩენილ 2%–ს კი ცალკეული ადამიანები იღებენ.
კომენტარი