სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვარცენეგერს მონიკა ლევინსკები გამოუჩნდნენ

არნოლდ შვარცენეგერი სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ, რაც “ტერმინატორმა” აღიარა, რომ თავის მოახლესთან მილდრედ ბაენოსთან სიდუმლო რომანი ჰქონდა, ტერმინატორის მეგობარი ქალები მაშინვე გულწრფელობის ხასიათზე მოვიდნენ და არნისთან გატარებულ ღამეებზე დაიწყეს საუბარი.

“არნიმ 16 წლის ასაკში შემაცდინა. მაშინ 27 წლის იყო და თანაც უცოლო”-ამტკიცებს 53 წლის ჯიჯი გოუიეტი. მისი რომანი შვარცენეგერთან მარი შრაივერზე დაქორწინების შემდეგაც გაგრძელებულა. “არნოლდი სექსში გაუმაძღარია. აიტომაც არაა გასაკვირი, რომ ქალები მასთან თავს კარგავენ. მე ვიცი, რომ 13 საყვარელი ჰყავდა, მაგრამ ვფიქრობ, მათი რიცხვი მთლიანობაში, თავადაც არ ეცოდინება. ტყუილად კი არ უწოდებენ ჰოლივუდში “სპერმინატორს” —აღფრთოვანებით ყვება ჯიჯი. როგორც უცხოური მედია იუწყება, პირად ცხოვრებაში პრობლემების გამო შვარცენეგერმა მცირე ხნით თავის სამსახიობო კარიერაც შეაჩერა. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ახლა ოჯახური პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ მარი შრაივერმა განაცხადა, რომ 25 წლისნი თანაცხოვრების შემდეგ ისინი ერთმანეთს შორდებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი მსახიობმა საჯაროდ აღიარა, რომ მას შვილი ჰყავს მოახლესთან. ახლა შრაივერი შეეცდება სასამართლოს დახმარებით ქონებიდან წილი მიიღოს. ეს ქონება კი მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100