სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის ბიჭი, რომელიც ფეისბუქის ქართველ მომხმარებლებს ართობს?

„ყრუ ექიმი არასოდეს აკეთებს ნარკოზს“

„გუშინ ინტერნეტი არ მქონდა და დღე ოჯახის წევრებთან ერთად გავატარე. არ ყოფილან ცუდი ხალხი“

„როცა 206 გასატეხი ძვალი აქვს ადამიანს, მოდის ვიღაც იდიოტი და გულს გიტეხავს... რატომ?“

„გაბო*დი და მიიღე ორკაციანი საგზური პროფილში“

„ტიპი ისეთი მახინჯი იყო სიცხეც არ აძლევდა“

ამ და სხვა მრავალი მსგავსი ფრაზით სოციალური ქსელის პოპულარურ ქართულ გვერდს „შავით თეთრზე“ არაერთი ჩვენგანისთვის შეუქმნია კარგი განწყობა. ბოლო პერიოდში ამ გვერდის პოსტები ისეთი პოპულრულია, რომ ჩვენი ყურადღებაც მიიქცია და droni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია ვინ არის მისი ადმინისტრატორი.

„შავით თეთრზე“ 19 წლის ლევანი მაჩიტიძის საკუთრება აღმოჩნდა.

- საიდან მოვიდა გვერდ შავი-თეთრზე“ გაკეთების იდეა?

თავიდან იდეა სპონტანურად მოუვიდა ჩემს მეგობარს, შემდეგ ჩემი ყურადღებაც მიიქცია, დავხვეწეთ და გავაკეთეთ გვერდი რომელიც ფეისბუქის ქართველმა მომხმარებელმა ნამდვილად შეიყვარა, ამას ვგრძნობ და ნამდვილად გვიხარია, რომ პროდუქტი რასაც ვქმნით ასეთი მოწონებადი გამოგვივიდა.

-რამდნეი ხანია რაც გვერდი გაქვთ?

-24 თებერვალს გავაკეთეთ, ანუ სადღაც ერთი თვეა.

-ელოდით თუ არა, რომ ასეთ მცირე დროში გვერდი ასეთი პოპულარული ხდებოდა ?

-თავიდან უბრალოდ ჩვენთვის გვინდოდა გასართობად, მერე რომ დავინახეთ რომ ხალხი გააქტიურდა 2-3 დღეში მივხვდით ამ გვერდის პოტენციალს და ენთუზიამით მოვეკიდეთ უფრო. ხოდა ამ ენთუზიაზმმა შედეგიც გამოიღო და გვიხარია რომ ხალხი ასე ინტენსიურად აზიარებს ჩვენს პოსტებს..

-ხლა კი სოციალური ქსელის მომხმარებელს გაეცანი, მათ აინტერესებთ ვინ დგას ასეთი პოპულარული გვერდის უკან?

-ვარ ლევან მაჩიტიძე, 19 წლის, სტუდენტი, ვსწავლობ ტექნტიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ვეწევი აქტიურ ცხოვერბას, მაქვს საკუთარი შემოსავალი, 15 წლიდან არ მითხოვია სახლში ფული და ვცხოვრობ დამოუკიდებლად, ვაკეთებ ივენთებს და ფლეშმობებს. ჩემი შემოსავლის წყარო კი არის Facebook.

-ანუ უფრო ზუსტად რო განმარტო ეისბუქიდან რა შემოსავალი გაქვს?

-კომპანიებს ვაპიარებ, მიკვეთავენ ლაიქებს და ათასგვარი ინფრომაციის, ოფერების გავრცელებას.

-ყიდი თუ არა ფეიბუქზე არსებულ ბევრლაიქიან გევრდებს და ოფიციალური სამსახური გაქვს თუ არა?

-მე პირადი 2 გვერდი მაქვს "შავით თეთრზე" და "Alter Ego" ამ ორ გვერდს არ გავყიდი რადგან შვილივით ვუვლი ამის გარდა მაქვს ბევრი უაზრო დიდ ლაიქიანი გვერდები სადაც ათასგვარი უაზრობა იდება რითიც მე ფულს ვშულობ.

ოფიციალურად 2Gami-ში ვმუშაობ და თუ მკითხავ რას აკეთებს ორიგამი გიპასუხებ ყველაფერს (იცინის)... ხო და ისე დიდი ფესტივალებიც გამიპიარება როგირცაა თბილისი ოფენ ეარი და ოაზისი.

და სამსახურეობრივ შემოთავაზებებს რაც შეეხება, კომპანიებმა არ იციან ჯერჯერობით სოციალურ ქსელს რა შეუძლია, ეს იმის ბრალია რომ „მარკეტერები“ (მარკეტინგის მენეჯერები) ყავთ უვიცები, ბოდიშით მაგრამ ეგრეა... დღეს ხალხი ნაკლებად უყურებს ტელევიზორს და რადიოს ისინი Facebook-ს იყენებენ განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ამიტომ კომპანიები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმ საკითხზე თუ რა შეუძლია ინტერნეტ სივრცეს და სოციალურ ქსელებს

-და ბოლოს უნდა ელოდოს თუ არა სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებელი შენგან რაიმე ახალს, რაც ასევე დიდი ყურადრებას მიიქცევს?

-კი ვაპირებ თუმცა არ გავახმაურებ რას ვაპირებ მალე გაიგებს ხალხი და მთელ ქართულ Facebook სივრცეს მოედება ეს ყველაფერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100