სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარტიზანული რეკლამა - ფანტაზიის პიკი (video)

თანამედროვე ტექნოლოგიებში ყოველდღიურად ახალი გარდატეხა ხდება, რასაც საზოგადოება აღტაცებაში მოჰყავს. მსოფლიოში ახალი პარტიზანული რეკლამა შეიმუშავეს. საუბარია ვებ-კამერების წინ, საქონელზე გამოსახულების განთავსებაზე, რომლებიც სამგანზომილებიან სცენებად გადაიქცევიან. სარეკლამო ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ბეჭდვით და ინტერნეტ რეკლამაში. ახალი ტექნოლოგიები პარტიზანულ მარკეტინგში, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტრუმენტია. ის არასოდეს ბეზრდება საზოგადოებას და მის მიმართ სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ.

თუ ვებ კამერის წინ, სარეკლამო ბუკლეტს მანქანის გამოსახულებით განვათავსებთ, მაშინ ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, ამ ავტომობილის სამგანზომილებიანი მოდელის ნახვაა შესაძლებელი. ასევე შესაძლებლია ინტერნეტ მაღაზიებში საქონლის დათვალიერება, თუ გაზეთში გაკეთებულ განცხადებას გაყიდვის შესახებ ვებ-კამერას დავანახებთ.

ერთ-ერთი პირველი მასშტაბური კამპანია, დამატებითი რეალობის გამოყენებით

ამერიკულმა პიცერიის ქსელმა „Papa John’s“ -მა განახორციელა. პიცერიის 30 მილიონ ყუთზე დაბეჭდილი იყო კვადრატი მანქანის გამოსახულებით. თუ ამ კვადრატს ვებ-კამერას დაანახებდით, ჩნდებოდა 1972 წელს გამოშვებული Camaro და პიცერიის ლეგენდა. ზუსტად ამ მანქანის გაყიდვა მოუწია „Papa John’s“ -ის დამფუძნებელს რათა პიცერიის ქსელი გაეხსნა.

ამის გარდა, პიცის მყიდველს კლავიატურით Camaro -ს მართვაც შეეძლო, რათა გაეარა გრძელი მარშრუტი ლუისვილის, ატლანტის, ჰიუსტონისა და დალასის გავლით. ასევე შესაძლებელი იყო საიტიდან უბრალოდ მარკერის ამობეჭდვა და Camaro -ს საჭესთან დაჯდომა ყოველგვარი პიცის გარეშე.

კიდევ სხვა კამპანია ჩაუშვა აშშ-ს საფოსტო სამსახურმა, რომელიც მიზნად ისახავდა ეჩვენებინა სააბონენტო მომსახურების უპირატესობა და ფოსტის მომსახურების პრიორიტეტები. მისი არსი სასარგებლო სერვისის წარმოჩინებაშია, რომელიც საშუალებას იძლევა რეალური საგანი ჩადო ვირტუალურ ამანათში. ვირტუალური ამანათის ზომა აღემატება ნამდვილს, ასე, რომ ყველა მსურველს შეუძლია წინასწარ გაიგოს, ჩაეტევა თუ არა ესა თუ ის საგანი ყუთში. დიდი ყურადღება მიიპყრო General electric –ის კამპანიამ, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული გახდა დამატებული რეალობის გამოყენებაში. რამდენიმე თვის არსებული General electric –ის საიტის განყოფილება გვიყვება ელექტროენერგიის Eco Smart Grid -ის ეკონომიის შესახებ. მათი დამატებითი რეალობის დემონსტრაცია Youtube -ზე მილიონობით ადამიანმა ნახა. ამასთან ერთად, 250 ათასმა მოინახულა საიტი და მინიმუმ 5 წუთი მაინც შეყოვნდა. ისინი ტკბებოდნენ ქარის წისქვილებით, რომლებიც ქაღალდის ფურცლებიდან იზრდებოდა.

MINI-მ გერმანიაში განახლებული Cabrio - ს რეკლამაში დამატებითი რეალობა გამოიყენა. ვებ-კამერისათვის ჟურნალის ყდის დანახვისთანავე შესაძლებელი იყო სამგანზომილებიანი MINI –ს ახალი კაბრიოლეტის დათვალიერება.

ჟურნალ Popular sci-მ გამოუშვა ნომერი ინტერაქტიული ყდით, რომელიც ალტერნატიულ ენერგეტიკას ეძღვნებოდა. ყდაზე გამოსახული უზარმაზარი სამფრთიანი ტურბინის ფოტოები კამერის წინ ცოცხლდებოდა. თუ კამერასთან ერთად კომპიუტერში მიკროფონიც იყო მიერთებული, მაშინ მას შეეძლო სულის შებერვის ხმაც დაეჭირა და ფრთების მოძრაობის სიჩქარეც კი გაეზარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100