სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„google“– მ საცობების ონლაინ რუკა შექმნა

საძიებო სისტემა „google“ არ აპირებს ინტერნეტ სივრცეში პოზიციების დათმობას და ამის გამო, მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

ამჯერად „გუგლმა“ საკუთარ მომსახურებას ახალი სერვისი დაამატა. საქმე ისაა, რომ პროექტის მოწონების შემთხვევაში „გუგლის“ რუკაზე საცობების დანახვა ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, გზებზე შეფერხება რუკაზე ოთხ ფერში იქნება აღნიშნული. მუქი წითელი ფერით აღნიშნული იქნება გზის ის მონაკვეთები, სადაც მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია და ავტომობილები მხოლოდ 10 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებიან. წითელი ფერით მოინიშნება გზის ის მონაკვეთი, სადაც მოძრაობა 25 კმ/სთ სიჩქარით არის დასაშვები. ყვითელი ფერით აღნიშნულ გზებზე მცირე საცობები აღინიშნება, სადაც ავტომობილების საშუალოდ 45 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ, მწვანე ფერით აღნიშნულ მონაკვეთებზე კი მოძრაობა მთლიანად თავისუფალია და საცობები არ არის.

„გუგლის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული სერვისი მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეთა კომფორტული მგზავრობის მიზნით შეიქმნა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სერვისის მიღება მობილური ტელეფონითაც იქნება შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100