სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

C ჰეპატიტისგან განკურნების პრეპარატი შექმნილია

C ჰეპატიტისგან განკურნების პრეპარატი შექმნილია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰემატოლოგმა, პროფესორმა ლალი შარვაძემ განუცხადა, 4-8 ნომბერს, აშშ-ს კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში ჰემატოლოგთა საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10 ათასი მედიკოსი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოდან ჰემატოლოგთა კონფერენციაში მონაწილეობა 25-მა ექიმმა მიიღო.
ლალი შარვაძის განცხადებით, კონფერენციაზე ჰემატოლოგებმა ახალი თაობის მედიკამენტი წარმოადგინეს, რომელიც საშუალებას იძლევა C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტი განიკურნოს.
აღნიშნული პრეპარატი საქართველოში სავარაუდოდ რამდენიმე წლის შემდეგ შემოვა, რომლის რეალიზაცია შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული წესების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100