სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მძიმედ ავადმყოფი ქართველი ბიჭუნას დედის ტკივილითა და იმედით სავსე წერილი

დღეს ბესარიონს ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადეთ რეანიმაციაში.. ცოტა იმედი მქონდა რომ ბუბუნა უკეთესად იყო.. მერე მივედი და ჩავეხუტე, ვკოცნიდი და ამ დროს გონზე მოვიდა რაღაცა სასწაული იყო ეს ჩემთვის. ღვთის ძალა ვიგრძენი და იმედი მომეცა რომ ჩემი პატარა მალე უკეთესად იქნებოდა..

ცოტა ხნის მერე ბავშვი ნახა ერთ ერთმა ''ძლიერმა პროფესორმა'' ! ამ ადამიანმა კი ყველანაირი იმედო მომისპო.!!! მითხრა რომ აპარატიდან რომ მოიხსნას მაინც რამოდენიმე თვეს იცოცხლებასოო აჰაა, შეიძლება რამოდენიმე წელიო.. გერმანიაში კი არა კოსმოსში რომ წაიყვანოო მაინც ვერ იცოცხლებსო. ახალგაზრდა გოგო ხარ და კიდევ გეყოლება შვილები, ყველაფერი წინ გაქვსო. ''დამაიმედა'' მინდოდა იმ წამს იმ პროფესორს ყელში ვწდომოდი და გამეჩუმებინა.. სიცოცხლე მომისპო. მე ვუთხარი რომ მე ფაქტებს ვეყრდნობი და ზუსტად ვიცი რომ გერმანიაში ჩემი შვილი მინიმუმ 40 წლამდე მაინც იცოცხლებსმეთქი, იქ ათასნაირი პროცედურებია. სხვადასხვა ბევრად უკეთესი მედიკამენტები, ფიზიოთრაეპიები, ფილტვის მასაჯორები, ნუთუ ეს არაფერს ნიშნაცს მეთქი? გერმანიის მოქალაქეთა 70% ეს დაავადება აქვს და თუ ამ დაავადევბის წინაშე მედიცინა უძლურია მაშინ დახოცილა მთელი გერმანია. ცოცხლობენ და არიან იქ პენსიონრები ამ დაავადებით მეთქი. წაიყვანეო როგორც გინდაო. მაგრამ იქ მოქალაქე თუ არ ხარ არავინ არ მოგხედავსო ეს მითხრა მხოლოდ და წავიდა. რახან სასიკვდილო დიაგნოზი აქვსო ვერაფერს ვერ ვიზამთო მეტს. არა არის ეს დიაგნოზი სასიკვდილო ჩემს შვილს სჭირს მუკოვისციდოზი. ვინც გერმანული იცით მოძებნეთ ეს დაავადება და ნახავთ არ იკურნება მაგრამ კისი გაკონტროლება გემანიაში არ არის რთული.

ხალხო ნუთუ გამოსავალი არ არსებობს, რა გავაკეთო?! დავჯდე ექიმებს დავუჯერო და დაველოდო საბოლოო განაჩენს? როდის მომიკვდება შვილი? არა! მე ასე არ შემიძლია.. ვინმემ რაიმე ინფორმაცია თუ იცით ვის მივმართო როგორ წავიდე.. გერმანიაში კლინიკებს რომ მივწერეთ აზრი არაქვს მაინც არ გვპასუხობენ.უფრო კომპეტენტური ადამიანი უნდა დაუკავშირდეს. დამაკავშირეთ ისეთ ადამიანთან რომელიც დამაკვალიანებს.. უნდა მოვაგროვო მინიმუმ 15 000 ლარი რომ წავიყვანო. ნუთუ გამოსავალი არ არსებობს? ნუთუ ამ დიაგნოზით ყველა ბავშვი სასიკვდილოდ არის განწირული?!

ტვინი გათიშული მაქვს რა გავაკეთო არ ვიცი.. არ მინდა სხვა შვილი არაააა.. ღმერთმა მაპატიოს ამას რომ ვამბობ.. მე ჩემი ბესარიონი მინდა მარტო. მისი კარგად ყოფნა მინდა. მისი ტლიკინი და მოფერება მინდა.. ამას მხოლოდ დედა თუ გაიგებს თუ რას ვგრძნობ ეხლა მე.. ღმერთი შენთან არის შვილო. არ მჯერა არც ერთი ექიმის და მედიცინის.. უფალი გაგაძლიერებს და ყველაფერი კარგად იქნება.. მიყვარხარ დედიკო"

დამიკავშირდით: 557 243 209 თათია ქირია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100