ჯანმრთელობის რომელ პრობლემებს აგვარებს ნიორი?
ნიორს შეუძლია შეცვალოს ბევრი წამალი, რომელსაც ზოგჯერ უკუჩვენებებიც აქვს.
ნიორი შეიცავს ორგანიზმისთვისსაჭირო ნივთიერებებს: C,D და B ჯგუფის ვიტამინებს, იოდს, გოგირდს, რკინას, მთრიმლავ ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს, აძლიერებს მადასა და კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცენტს, იმუნიტეტს, იცავს ადამიანს სეზონური დაავადებებისგან, კბილებს-კარიესისა და ნადაბისგან, აჯანსაღებს მინანქარს, ხელს უშლის ღრძილების ანთებასა და სისხლ დენას, პაროდონტოზის განვითარებას. დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისგან პირის ღრუს გასაწმენდად სრულიად საკმარისია, 3-4 წუთი ერთი კბილი ნიორი ღეჭოთ.
ნიორი სეიცავს ეთეროვან ზეთებსა და ფიტონციდებს, რომელთაც, ანთისეფტიკური, ანთების საწინააღმდეგოდ და ჭრილობების შემახორცებელი თვისებები აქვთ.
ნივრის წვენი აფართოებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, აწესრიგებს გულის რიტმს, დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, დაბლა სწევს არტერიულ წნევას, შველის თავის ტკივილს.
გრიპის და გაციების პროფილაქტიკისათვის: დანაყილი ნიორი და ცაცხვის ან წიწიბურას თაფლი შეურიეთ ერთმანეთს ს/კ ერთი კვირის განმავლობაში.
სურდოს დროს: ისუნთქეთ დანაყილი ნიორი 1-2 წუთის განმავლობაში. დაბოლოს, ნივრის სუნმა რომ არ შეგაწუხოთ, დაღეჭეთ ქინძი, ნედლი ოხრახუში ფოთლები ან ფესვები, დალიეთ ცხელი რძე.
ხელებიდან ნივრის სუნს მოიცილებთ, თუ წაისვამთ მარილს და დაიბანთ თბილი წყლით.
კომენტარი