სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი მღებრიშვილი: ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის, ჩვენ გვიჭირავს ცეცხლი და უახლოეს ხანებში მოხდება ჩაქრობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზუსტი ფართობი, თუ რა ტერიტორიაზეა ხანძარი, ამ დროისთვის დგინდება.

"გუშინ დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე იყო, მაგრამ არ გავრცელებულა. წუხელ მთელი ღამე მიმდინარეობდა სამუშაოები, არის ავზი, საიდანაც ვერტმფრენი იღებს წყალს. დღეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი თანამშრომლები ჩაერთვნენ, ასევე ჩართულია ავიაცია. პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს და ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის დანაყოფი, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ვერტმფრენებთან.

"ჩვენ რუკები დავამუშავეთ, კონკრეტული კოორდინატები ავიღეთ, მივაწოდეთ ავიაციას და უკვე წერტილოვნად ხდება წყლის დასხმა. სისტემა აწყობილია. სახანძრო მანქანებმა მოძებნეს სათადარიგო გზები, ტყეში ღრმად არიან შესულები, გაშლიშლია წყლის მილები და ხდება ხანძრის აქტიური ქრობა", - აღნიშნა მრებრიშვილმა.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა საფრთხე ტყის წიწვოვან ნაწილს, მინისტრმა განაცხადა, რომ ამის საშიშროება არ არსებობს.

"ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის, ჩვენ გვიჭირავს ცეცხლი და უახლოეს ხანებში მოხდება ჩაქრობა. არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ადამიანი ვერ მიუდგება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

რაც შეეხება ხანძრის მიზეზებს, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა, რომ ხანძრის ლიკვიდაცია მოხდეს.

"ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ უკვე დავსხდებით და მიზეზებსაც გავარკვევთ. ამ ეტაპზე აქ მუშაობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი 170 თანამშრომლები და 100 მეხანძე-მაშველი. ლოკაციაზე თავდაცვის სამინისტოს ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. მათ ჩართვასაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება სჭირდება. ვფიქრობ, აქამდე საქმე არ მივა და ჩვენ გავუმკლავდებით", - განაცხადა მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100