სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყლის თხილამურებით მოსრიალე სპორტის ოსტატი, ხათუნა კორკელია გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფოთელი სპორტსმენი, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი წყალსათხილამურო სპორტში, ხათუნა კორკელია.

ხათუნა გახლდათ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ახალგაზრდული თამაშების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ტრამპლინიდან ხტომაში, საბჭოთა კავშირის რეკორდსმენი ტრამპლინიდან ხტომაში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული” – ვკითხულობთ ქალაქი ფოთის ფეისბუქვერდზე.

“არასოდეს ამოიშლება ჩემი ბავშვობის მეხსიერებიდან, ახალ დამოუკიდებელ საქართველოში, უცხო ენაზე გამოცხადებული მისი სახელი და გვარი, როდესაც “ფოთი -91″ ევროპის ჩემპიონატზე წყალ-სათხილამურო სპორტში გამოაპო ოქროს ტბაზე ტალღები… შხეფებში აცისარტყელებული ხათუნა კორკელია” – “ფეისბუქზე” წერს ჯანო იზორია.
სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ჯანო თანაქალაქელს “პრაიმტაიმთან” იხსენებს.

ჯანო იზორია: – ხათუნას პირადად არ ვიცნობდი. ბავშვობაში ნანახი მყავდა და ისე ძლიერად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, რომ ეს პოსტი დავწერე.

საოცრება იყო ფოთში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება. საქართველოდან ხათუნა კორკელია და გენადი გურალია მონაწილეობდნენ.

მახსოვს, როგორ გამოაცხადეს ინგლისურად მისი სახელი და გვარი, ფანტასტიურად ჟღერდა. ყველაფერი ფერადი იყო, ტრიბუნებზე ხალხი, ჟრიამული… ტაბლოზე დაიწერა ხათუნა კორკელია.

წყლის თხილამურებით მოსრიალე ხათუნა საოცარი სანახაობა იყო. ფინიშთან მივედით ბავშვები. ინტერესი გქვონდა. კატერიდან ჩამოვიდა, თხილამურები იღლიაში ჰქონდა ამოდებული. სპორტული ფერადი სამოსი ეცვა, სველი თმით, ძალიან ლამაზი იყო… ასეთად მახსოვს.

ქალის მნიშვნელობა სპორტში ყოველთვის მნიშვლოვანია, იმ დროს, კი მისი გამოჩენა, მით უმეტეს ძალიან პატივსაცემი იყო. ამ სილამაზეს ყველა დიდი მოწიწებით ეპყრობოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100