სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავიაკატასტროფის დროს ცოცხლად გადაჩენილი ერთადერთი ჰოკეისტიც გარდაიცვალა

იაროსლავლის „ლოკომოტივისა“ და რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრების ერთადერთი, ავიაკატასტროფას გგადარჩენილი წევრი, ალექსანდრე გალიმოვი რამდენიმე წუთის წინ რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როსია-24“ გალიმოვის ოჯახის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, თუმცა, სოლოვიოვის სახელობის სამედიცინო ცენტრში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

გალიმოვი რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს, მას სხეულის 90% დამწვრობა ჰქონდა მიღებული. ამ დროისათვის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში კიდევ ერთი ცოცხლად გადარჩენილი, ბორტინჟინერი ალექსანდრე სიზოვი იმყოფება. მისი მდგომარეობაც უმძიმესია. სიზოვს მრავლობითი მოტეხილობა, სხეულის დამწვრობა, თავის ქალის ტრავმა აქვს მიღებული და რეანიმაციაში შეყვანის მომენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100