სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სახალხო კრება" რუსთაველზე გამაგრდა

"სახალხო კრებამ" თავისუფლების მოედანზე აქციის ჩატარება გადაიფიქრა. პარლამენტის წინამდებარე, ხვალინდელი აღლუმისთვის გამზადებული ტერიტორია და სცენა მათ იმდენად მოეწონათ, რომ ბანაკი რუსთაველზე დასცეს.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. მომიტინგე მამაკაცებმა მიითვისეს რკინის ბარიერები, რომლებითაც შემოსაზღვრული იყო ხვალინდელ აღლუმზე მოქალაქეებისთვის განსაზღვრული ტერიტორია, ისინი გამზირზე გადაიტანეს და ბარიერები აღმართეს.

"სახალხო კრების" დღევანდელი აქცია სანქცირებულია მერიის მიერ, თუმცა, სანქციის ვადა საღამოს იწურება. "სახალხო კრების" ლიდერები ჯერ არ ამბობენ, რუსთაველზე დარჩებიან თუ თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100