სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლავას ოღლის" მარჯვენა ხელი სასტიკადაა ნაცემი - ვარშავაში გამართული ,,სხოდკის" დეტალები

,,ტვ პირველმა" პოლონეთში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები გაარკვია.

როგორც ,,პირველებისთვის" ცნობილი გახდა, ე.წ ქურდული სხოდკა ვარშავაში მას შემდეგ ჩაიშალა, რაც პოლიციამ ქართული ბანდის შეკრების შესახებ ინფორმაცია მიიღო. სასტიკადაა ნაცემი ,,სხოდკის" ორგანიზატორის, ბათუმელი "ქურდის", მინდია გორაშვილის, იგივე ლავას ოღლის, მარჯვენა ხელი, კორსანტია.

კორსანტია ახლა პოლონეთის საავამყოფოში მრავლობითი დაზიანებით არის მოთავსებული. ვიდეომიმართვაში, რომელიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელმა "ქურდებს" გაუგზავნა, ის ჰყვება, რომ ,,სხოდკაზე "ის იარაღის კონდახით სცემეს და მისი დაწვა უნდოდათ.

თავი ჩამოტეხეს, კისერში ამომწვარი მაქვს, ყელში დანას მიყრიდნენ, ხელები დამიწვეს და იარაღით ჩამიმტვრიეს, თვალებს ასე კარდონით მწვავდნენ- ამბობს ვიდეომიმართვაში ლერი კორსანტია.

ე.წ. ქურდული სამყაროს შეფებს პოლონეთში უნდა განეხილათ მინდია გორაძესა და ავთო ტუღუშს, იგივე სამტრედსკის, შორის წლობით არსებული კონფლიქტი, რომელმაც კრიმინალური სამყარო ორ ნაწილად დაჰყო. ლავას ოღლის "სამტრედსკისთან" წლებია, ცივი ომი აქვს გამოცხადებული.

"ლავას ოღლის" სახელი ,,ოცნების" ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ქართულმა სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაუშვა, საარჩევნოდ კი ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები მის გავლენებს ყოველთვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ იყენებენ.

რა მოხდა ვარშავაში, ვინ ვის დაარტყა და როგორ ჩაიშალა ქურდული სხოდკა, ჯერ ბუნდოვანია. "ქურდულ გარჩევაში", რომლიც ლავას ოღლიმ დაგეგმა, 35 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მონაწილეობდა. ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ პოლონეთში.

,,პრაიმ კრაიმის" ინფრომაციით, ავთო ტუღუშს, იგივე "ავთო სამტრედსკის", გარჩევის დროს 15 ავტორიტეტი, ლავასოღლის კი 20 მხარდამჭერი ჰყავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100