სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტყის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიებზე 60 ქართული მუხა დაირგვება

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ტყის კვირეულის“ ფარგლებში თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 60 ქართული მუხის ნერგი დაირგვება. გამწვანების აქციაში, რომლის ორგანიზატორები არიან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა და Treepex, მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

2016 წელს, „ტყის კვირეული“ პროექტის “სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის - მეორე ფაზა (FLEG II)“ ფარგლებში იმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მსოფლიო ბანკის, WWF და IUCN-ის ხელშეწყობით, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელარუსში, უკრაინასა და რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ „ტყის კვირეულმა“ სტარტი, 3 დეკემბერს, მზიურში აიღო, სადაც გაიმართა ფოტო-გამოფენა და წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები. მისულ სტუმრებს უმასპინძლეს მოხეტიალე მხატვრებმა, მეგვირგვინეებმა, ილუზიონისტმა, ოჩოფეხებიანმა კლოუნებმა. ასევე, მოეწყო ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. „ტყის კვირეული“ წელს რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობასაც მოიცავდა. 4 დეკემბერს, „ტყის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა „გარემოს დამცველ ჟურნალისტთა ასოციაციის“ პრეზენტაცია. ასოციაციის დაფუძნების ინიციატორები არიან პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF კავკასია) კავკასიის წარმომადგენლობა“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები. კვირეული 10 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100