ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა - ”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება
ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა. 11-16 აგვისტოს ბათუმი, ”ჰით ბათუმის 2015“ პროექტის ფარგლებში 5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს მასპინძლობდა.
სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასები მართავდნენ.
წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე, ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართა ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებისა და დამსვენებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
11 აგვისტოს, დილიდან კი, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობებმა ბათუმელებსა და ქალაქის დამსვენებლებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს. პანტომიმები მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ - თეატრალიზებული მსვლელობა მათ ბულვარიდან დაიწყეს და სანაპირო ზოლს გაჰყვნენ. გზადაგზა ისინი დამსვენებლებს სხვადასხვა ქუჩის პერფომანს სთავაზობდნენ.
„ბათუმი არანორმალურად ლამაზი ქალაქია, შექმნილია სწორედ, ასეთი ფესტივალისთვის. აქ არაჩვეულებრივი და განსაკუთრებულიმაყრებელი და მსმენელია... ასე რომ, გელით, ყოველ დღე აქ სასწაული ხდება,“ - აღნიშნავს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.
„საკმაოდ საინტერესო პროგრამაა, მაგრამ ჩვენი წარმოდგენები მათგან გამორჩეულია, ჩვენ გზადაგზა დამსვენებლებს ვთავაზობთ შოუ პროგრამას - ნოველებსა და მინისპექტაკლებს, რომელიც საკმაოდ გასართობი და სახალისოა როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვისაც, „-აღნიშნავს პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი
„ბოლივუდ მასალა ორკესტრა და მისი მოცეკვავეები ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე
ამავე საღამოს ბათუმის ჩოგბურთის კორტებმა ბოლივუდ მასალა ორკესტრას უმასპინძლა. ისინი ინდოეთიდან „ჰით ბათუმის“ პროექტის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს სპეციალურად ესტუმრნენ.
ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრების განწყობაზე უკვე ბოლივუდის მსახიობებმა იზრუნეს. მუსიკალურმა ორკესტრმა, რომელიც თავისი რომანტიული სიმღერებით, ბოლივუდური კინოჰიტებით, მოცეკვავე ქალებითა და ჰიპნოზის ეფექტით სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით მაყურებელს იზიდავს, არც ბათუმის კორტეპზე მოსული მაყურებელი დატოვა გულგრილად.
„ბოლივუდ მასალა ორკესტრა და მისი მოცეკვავეები ეს თამამი ნაბიჯია ბოლივუდურ სამყაროში, ინდური ცოცხალი მუსიკა და ცეკვა,პროფესიონალი მსახიობები სცენაზე - ეს ერთგვარი დღესასწაულია. ინდური კინოს ფრაგმენტები ცოცხლად შენს თვალწინ იშლება. ესყველაფერი კი, შეზავებულია ინდური და დასავლური ინსტრუმენტებით, როგორიცაა ბასი, დრამი, კლარნეტი და სხვა,“ - ასე გამოხატავდნენ ემოციებს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე მისული მაყურებელები.
გვიან ღამით ბულვარში კვლავ მანათობელი აღლუმი გაიმართა - კვლავ Spark! LED Drummers ლოდნონიდან. მაგიური წარმოდგენები ზღვისპირა ქალქში 16 აგვისტომდე გაგრძელდა.
დღეს სად ვივახშმოთ?! - „მაგიდა ორისთვის“
დღეს სად ვივახშმოთ?!- ტურისტების მარადიულ შეკითხვას მათ ესპანელებმა უკვე უპასუხეს. „მაგიდა ორისთვის“ - ამ სპექტაკლისთვის თეატრის ყველა მოყვარული განსაკუთრებულად ემზადებოდა. თეატრალური წარმოდგენა ერას მოედანზე გაიმართა და მსახიობები იღბლიანებს შუშხუნა ღვინითაც გაუმასპინძლდნენ.
უამინდობის მიუხედავად წარმოდგენამ წარმატებით ჩაირა - სანახაობას წვიმა განსაკუთრებულად მოუხდა.
„ესპანელ მსახიობებეს წვიმამ იმპროვიზაციის მეტი შესაძლებლობა მისცა. ეს მსახიობისთვის ბარიერი არ არის. წარმოდგენა შედგა...“ - აღნიშნა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.
საღამოს ესპანელები უნგრეთის დასმა ჩაანაცვლა, ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე საფესტივალო კლუბ Take Five-ში უნგრეთიდან მოწვეული მოცეკვავევები ზრუნავდნენ. გრაფიტი BANDART Productions -ის შოუმ გულგრილი არც ბათუმელები და ქალაქის სტუმრები დატოვა. ეს იყო სანახაობა, რომელმაც ზღვისპირა ქალაქის სტუმრები აღაფრთოვანა. საღამო კი ცნობილი ჰიტებით Goofy Land-მა დახურა.
„ტროელი ქალები“ ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე
ბათუმის საზაფხულო თეატრმა სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლს „ტროელი ქალებს“ უმასპინძლა. საპექტაკლმა მაყურებელში დიდი ემოცია გამოიწვია.
პრემიერიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა მაყურებლის ყურადღება არ განელებულა. დღეს „ტროელი ქალები“ ზღვისპირა ქალაქის მაცხვორებლებსა დ ადმსვენებლებს შეხვდნენ.
“ეს იყო ქალების ინტიმური და საიდუმლო, თუმცა ნაცნობი და ახლობელი ისტორიები ანუ ჩვენი ისტორიები, რომელიც ყველა ჩვენგანსგადაგვხდენია, ზოგჯერ დაგვიმალავს და ზოგჯერ კი სხვისთვის გაგვიზიარებია, ეს იყო ერთი ამოსუნთვით ნათქვამი ისტორიები, რაზეც ჩვენგამბედაობა არ გვყოფნის ასე ვაღიაროთ ..“ - ასე აფასებდა გუშინ მაყურებელი უკვე სცენაზე ნანახს.
სპექტაკლის რეჟისორია დათა თავაზე. მონაწილეობენ ნატუკა კახიძე, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი. „ტროელი ქალები" - ეს არის ნაწარმოები, რომელსაც ყველა ქალის სათქმელი მაყურებლამდე მიაქვს.
„როცა ადამიანი თავის ძალიან ინტიმურ, საიდუმლო ისტორიას გადმოგცემს და გაგიზიარებს, მე არამგონია, რომ ეს უნდა ააფრიალო დაგამოიყენო საკუთარი წარმატებისთვის. ამიტომ არ მინდოდა, რომ გამოსულიყო რაღაც ისეთი, რასაც ხშირად აკეთებენ მაგალითად,ტელევიზიაში, ისტორიებით ობოლ ბავშვებზე, ქალებზე, ომის მსხვერპლებზე… აქედან გამომდინარე, ჩვენ მთელი სპექტაკლის მანძილზე,ვყვებით ისტორიებს ღიმილით. მსახიობი არასოდეს ამბობს, რომ თვითონ ის არის ის პერსონაჟი. ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის არ თამაშობსპერსონაჟს, აღნიშნავს, რომ ჰყვება და გადმოსცემს, რომ ის არის გარკვეულ წილად მედიუმი იმ ქალისა, რომელიც ამ ისტორიას მოყვა. პირველრიგში, ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვითამაშებთ სხვა ადამიანებს. ჩვენ, უბრალოდ, პირველ პირში ვყვებით მათ ისტორიებს და ამ მხრივ, ჩვენც ვართმაყურებლის ნაწილი. ამ შემთხვევაში - ჩვენ არ ვართ ისინი, ჩვენ არ გვინახავს რასაც ვყვებით, ჩვენ არ გამოგვიცდია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივიმაყურებლის მხარეს. უბრალოდ მივუთითებთ ამ ქალებისკენ, ამ ისტორიებისკენ და უბრალოდ ვეუბნებით, რომ ის ქალები არსებობენ და ხშირშემთხვევაში, ის ქალები არიან სწორედ ისინი, ვინც ავიწყდებათ ხოლმე,“ - აღნიშნავს რეჟისორი დათა თავაძე.
შექსპირისეული „როგორც გენობოთ“ პიაცაზე
ბათუმმა პიაცაზე მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს შექსპირის ყველაზე უცნაურ პიესას - “როგორც გენებოთ” უმასპინძლა.
ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო; ამბავს ტყეში მიმოფანტული წმინდანების, შეყვარებულების, გარეული მხეცებისა და კაცად გადაცმული თამამი ქალწულების შესახებ.
პიაცაზე გაჩერდა დრო და აღარაფერი იყო მნიშვნელოვანი, გარდა იმ ამბისა, რომელშიც შექსპირმა შეგვიტყუა, როგორც ტყეში.
ერთი მხრივ ყველაზე "არაშექსპირული" პიესა, რომელიც თითქოს შექსპირის ყველა მომდევნო ნამუშევრის საწყისია. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს, "ზაფხულის ღამის სიზმრის" მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს.
„ეს პიესა ერთდოულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც დაფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა დაბრეხტიც კი,“ - განმატავს პიესის ადაპტირების ავტორი ლაშა ბუღაძე.
სპექტაკლის რეჟისორია ლევან წულაძე, ხოლო კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე.მონაწილეობენ ონისე ონიანი,როლანდ ოქროპირიძე,ზურაბ ბერიკაშვილი,ნიკა კუჭავა,დავით ხურცილავა,ბესო ბარათაშვილი,მალხაზ აბულაძე,ნიკოლოზ თავაძე,თამარ ბუხნიკაშვილი,ნატა მურვანიძე, ქეთევან ცხაკაია, ქეთევან შათირიშვილი, ანკა ვასაძე, ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა.
მანამდე ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლების განწყობაზე კვლავინდებურად The New York Brass Band იზრუნა. სტარტი შადრევნებიდან, სანაპიროს ზოლის გავლით კოლონადებსა და პიაცაზე. ერთ საღამოს კი ბათუმელები და მათი სტუმრები ქუჩებში კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრმა გაახალისა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრი კი ორი დღის განმავლობაში "სუხიშვილების" კონცერტს მასპინძლობდა.
„გაყრა“ ბათუმის კოლონადებზე
ქუჩის თეატრის დღეები დასრულდა. 16 აგვისტოს ბათუმის კოლონადები მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლს „გაყრა“ მასპინლობდა. ვოდევილი ორ მოქმედებად - უამინდობის მიუხედავად საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.
სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი. მონაწილეობენ: გიორგი ყველაშვილი, ლაშა რამიშვილი, ცისია მეტრეველი, ნინო მითაიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ბუბა გოგორიშვილი,ალეკო ბეგალიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, მარინა ჯოხაძე, ანა ზამბახიძე, ნინო გომართელი, გარი ბაღდასაროვი, თომა ბულაშვილი და გიგი ქარსელაძე.
„ჩვენი თეატრისთვის განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება ამ პიესის თანამედროვე მაყურებლის წინაშე გათამაშებას, რადგან გვეძლევასაშუალება კიდევ ერთხელ თვალნათლივ ვაჩვენოთ, რომ კლასიკა – უკვდავია და ის, რომ მასში დასმული ყველა პრობლემა დღევანდელობასპასუხობს,“ - განმარტავენ მსახობები.
სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი გაექცა პიესაში აღწერილ ვიწრო ოჯახურ პრობლემას, განაზოგადა ის, და თანამედროვე მუსიკის, ქოროგრაფიის და სტილიზებული კოსტუმების მეშვეობით გასაგები და საინტერესო გახადა ის არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნების მაყურებლისთვის. ხელი შეუწყო სხვადსხვა ეროვნებათა შორის მშვიდობიანი და ტოლერანტული ურთიერთობების პროპაგანდას. ამიტომ მაღალ მხტვრულობასთან ერთად, უზარმაზარია სპექტაკლის მორალური მნიშვნელობაც.
დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ადამიანი გამუდმებით ჩართულია ცხოვრებისეულ დაძაბულ რითმში, ამ სპექტაკლზე დასწრებით საშუალება ეძლევა განიმუხტოს, რადგან სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული იუმორი, ქართული სიმღერა და ცეკვა.
ჰითბათუმის კიდევ ერთი ხმაურიანი და მოძრავი, სანახაობებითა და წარმოდგენებით სავსე, ემოციებით დატვირთული კვირა დასრულდა, ბათუმმა 11-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეებს უმასპინძლა!
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდისგანმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარისტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტულიპოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
კომენტარი