სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინვოდში ხუთი ბოევიკი მოკლეს და საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს

დღეს დილით მინვოდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ხუთი ბოევიკი მოკლეს, ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ინტერფაქსის ცნობით, მინვოდში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე სამართალდამცველებმა ხუთი ბოევიკის ბლოკირება მოახერხეს და დანებება შესთავაზეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ხუთივეს ლიკვიდაცია მოხდა.

ოპერაციის მსვლელობისას პოლიციელები და მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულან. ამ დროისთვის მინვოდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100