სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორის ჰოსპიტალში განმარტავენ, რატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება

გორის სამხედფრო ჰოსპიტალში განმარტავენ, რატომ და რის შემდეგ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის გადაწყვეტილება. ჰოსპიტლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის რეფიდინგი პროცესი 14 დეკემბერს დასრულდა: "მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ამბულატორიულ ზედამხედველობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ინფორმირების შემდგომ, პაციენტი დაიძაბა, აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც იგი იგი დატოვებულია ჰოსპიტალში მის ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე" განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის წარმომადგენელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100