სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ცოლმა რომ დაგტოვა და შორს წავიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც გარყვნილ ფოტოებს დებს, გული არ გტკივაო?! - რა მისწერეს ნაკანის ქმარს

ფოტოგრაფი მარი ნაკანი პირად ურთიერთობებსა და მის მეუღლეზე საჯაროდ საუბრობს - მისი თქმით, გიორგი მისი ყველაზე ახლო მეგობარი და დიდი ბიძგის მომცემია.
ნაკანი , როგორც "თბილისელებთან" საუბრისას ამბობს აფრიკაში ყოფნისას მის მეუღლეს უცნობმა გოგომ მისწერა : "ცოლმა რომ დაგტოვა და შორს წავიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც გარყვნილ ფოტოებს დებს, გული არ გტკივაო?!".
"მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი მეგობარია, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ბიძგის მომცემია. სხვათა შორის, მარის ლაივებიც მისი იდეა იყო. აფრიკაში რომ ვიყავი, გიორგის რამდენიმე უცნობმა გოგომ მისწერა: ცოლმა რომ დაგტოვა და შორს წავიდა ვიღაც ბიჭთან ერთად, რომელიც გარყვნილ ფოტოებს დებს, გული არ გტკივაო?! წარმოგიდგენიათ, როგორი ნაძირალა უნდა იყო, რომ ადამიანს ასეთი ღვარძლი ჩააწვეთო. თუ აცნობიერებენ, რამხელა ბოროტებას თესავენ ამით, რომელიც არავინ იცის, რას მოიტანს. მათ არ იციან, რომ ჩემი მეუღლე სულ სხვა ტიპია. ამის წაკითხვის შემდეგ, მომწერა: შეხედე რეებს მწერენ. კარგად გაერთე და ამათ ჯინაზე კიდევ უფრო მეტი ფოტო გადაიღეო. თან საუბარი იყო მამაკაცზე, რომელიც ჩემი ღვიძლი მამიდაშვილია. რა სირცხვილია ასეთი ცილისწამება. ვერც იაზრებენ, რამხელა ცოდვას ჩადიან და არ ეშინიათ სამყაროს კანონზომიერების. მგონი, არც იციან მისი არსებობის შესახებ" , - ამბობს ნაკანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100