როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 აპრილს ქუთაისში მცირე ნალექი და +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექი არის შესაძლებელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
მესტიაში +10 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმიან დღესა და +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა არის მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი გორში. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს ძლიერი ქარი.
მცირე ნალექია მოსალოდნელი გუდაურში. +11 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია მცირე ნალექი.
წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც იწვიმებს.
რუსთავში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს. ღამით კი +9 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირე ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
კომენტარი