სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიცავს თუ არა ზღვის წყალი კოვიდ ინფექციის გავრცელების საფრთხეს?

სპეციალისტების თქმით, ზღვის წყალი კოვიდ ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ შეიცავს. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ზღვაზე დასვენების შემთხვევაში მოქალაქეებმა რეკომანდაციები უნდა შეასრულონ.

"უნდა იყოს გაწერილი რომ ნებისმიერი სტუმრისთვის უსაფრთხო იყოს სასტუმროში განთავსება. ქვეყნის უსაფრთხოების იმიჯი არ უნდა დაირღვეს. არ მინდა იმის დაშვება, რომ ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორი ჩამოვიდეს და დასვენების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურედეს. ეს იქნება დამაზიანებელი" - ამბობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ალექსანდრე გოგინავა კი აღნიშნავს, რომ ​პირველ რიგში უნდა აღდგეს ფრენა მეტ ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნებთან და თერმოსკრინინგი უნდა ტარდებოდეს.

"ყველაფერი დამოკიდებულია იმ მომენტისათვის ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკური დისტანცირება იქნება საჭირო, ხოლო ზღვის წყალი კორონავირუსული ინფექციისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს" ამბობს ალექსანდრე გოგინავა "მთავართან" საუბარში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100