მეგან მარკლს პრინც ჰარის გაცნობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი - ჰერცოგინიას მეგობრის სკანდალური აღიარება
სულ ცოტა ხნის წინ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ქორწინების ერთი წლის იუბილე აღნიშნეს. შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს შედგა. მანამდე კი წყვილი ერთმანეთს ჯერ ჩუმად ხვდებოდნენ, შემდეგ კი ურთიერთობა ოფიციალური გახადეს.
თუმცა, დღემდე არავინ იცოდა, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი პრინცმა და მეგანმა და ამ ამბის სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა ჭორის სახით. ახლა კი საიდუმლოს ფარდა თავად ჰერცოგინიას ახლო ნაცნობმა, ტელეწამყვანმა ლიზი კანდიმ ახადა. მან განაცხადა, რომ მეგანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლიზის ვინმე ბრიტანელი, წარმოსადეგი და მდიდარი მამაკაცის გაცნობას სთხოვდა.
"ჩვენ გოგონების ჩატი გვქონდა გაკეთებული, სწორედ იქ მომწერა მეგანმა, რომ შეყვარებული არ ჰყავდა, ამიტომ ვინმე ცნობილი, მდიდარი ბიჭის გაცნობა სურდა, ბრიტანელი მამაკაცები მოსწონდა და უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანელს გავაცნობდით. მე ვუთხარი, რომ ვინმეს მოვუძებნიდით. მახსოვს, ჩემს ცნობილ ნაცნობებზე მეკითხებოდა, ბევრ კითხვას მისვამდა და ძალიან მონდომებული იყო. ზოგადად, მსახიობებს საკუთარ თავზე უყვართ საუბარი, მეგანი კი ძალიან განსხვავდებოდა ყველასგან, ძალიან საყვარელი, თბილი და ყურადღებიანია" - განაცხადა ლიზიმ.
ტელეწამყვანმა ისიც აღნიშნა, რომ ეს მიმოწერა პრინცის გაცნობამდე სამი წლით ადრე მოხდა. შემდეგ კი მეგობარმა ჰარი გააცნო და მეგანმა ჯეკპოტიც მოიგო.
კომენტარი