სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაციონალებთან“ დაპირისპირების გამო „ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან წევრი გარიცხა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით 20 ივლისს, ზუგდიდში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს მომხდარ დაპირისპირების გამო გაიოზ მონიავას და ლაშა გოგიას წერილობითი გაფრთხილება მისცა, ხოლო ზაალ თოდუა პარტიიდან გარიცხა.

როგორც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი პარტია ემიჯნება ამ ინციდენტს და მიაჩნია, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ან აგრესიული ქმედება პოლიტიკურ პროცესებში მიუღებელია.

"მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში პარტია "ქართულ ოცნებას", როგორც პოლიტიკურ სუბიექტს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, გამოიკვეთა პარტიის ცალკეული წევრების მონაწილეობა ზუგდიდის ინციდენტში. "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ პირებთან დაკავშირებით. ესენია: გაიოზ მონიავა - წერილობითი გაფრთხილება, ლაშა გოგია-გაფრთხილება, ზაალ თოდუა - გარიცხვა. „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ყოველთვის შეურიგებელი და სამართლიანი პოზიცია ექნება მსგავს ფაქტებთან მიმართებაში. გასულ წლებში და განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ძალადობის, ზეწოლის, უსამართლობის ობიექტი, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც მმართველი კოალიციის წევრ პარტიას, გვეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტია აფრთხილებს მის ყველა წევრს და მხარდამჭერს, თავი შეიკავონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კვლავაც მიიღებს უმკაცრეს დისციპლინარულ ზომებს",-ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100