სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შპს "მეტალ +"-ის დირექტორი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "მეტალ +"-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის, სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1 091 329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

"აღნიშნულის საფუძველზე შპს "მეტალ +"-ის ანგარიშზე ჯამში 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

კერძოდ, სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ შპს „მეტალ +“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212 840 ლარს შეადგენდა,რაც შეეხება ჩარიცხულ 680 682 ლარს შპს ,,მეტალ +“-ის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს "მეტალ +"-ის დირექტორმა კომპანიის საბანკო ვალდებულებები დაფარა და როგორც ფიზიკურმა პირმა უძრავი და მოძრავი ქონება, კერძოდ, 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა. აღნიშნული გზით, მან 680 682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. აღნიშნული ქონება დაყადეღებულია გამოძიების ფარგლებში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100