სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსის შემდგომი დეპრესია

სექსის შემდგომი დეპრესია არის მდგომარეობა რომელიც უვითარდება ადამიანების დიდ ნაწილს სქესობრივი აქტის შემდგომ. მდგომარეობა შეიძლება გამოიხატებოდეს გუნება განწყობის სუსტი დაქვეითებით, ასევე მძიმე დეპრესიით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირა ან თვეც კი.

სექსის შემდგომი დეპრესია მეტად გამოხატულია კაცებში ვიდრე ქალებში. ეს მდგომარეობა განპირობებულია ჰორმონული მდგომარეობით როგორც კაცებში, ასევე ქალებში. სექსის შემდგომ შედარებით იკლებს მამაკაცური ჰორმონები და იმატებს პროლაქტინი, ოქსიტოცინი. პროლაქტინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მამაკაცის სექსუალური ციკლის დასრულებაში და რეზოლუციის ფაზაში იმ ნაწილში სადაც რეფრაქტერული პერიოდია გამოხატული. სწორედ მისი მომატებული დონის გამო არ შეუძლია მამაკაცს სქესობრივი აქტის ხელმეორედ დაწყება და ორგაზმის განცდა. თუმცა ამ პროცესში მხოლოდ პროლაქტინი არ არის ჩართული, მას გაცილებით რთული საკონტროლო მექანიზმი აქვს რაც ბოლომდე ცნობილი არ არის. პროლაქტინი იწვევს ასევე ინტერპერსონალური მიჯაჭვულობის გრძნობას, ამიტომ სექსის შემდგომ პერიოდს მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის.

თუ სექსის შემდგომი დეპრესია ძლიერადაა გამოხატული მას ორგაზმის შემდგომი ავადობის სინდრომს უწოდებენ. თუმცა ასეთ შემთხვევაში მენტალურ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს ფიზიკური სიმპტომებიც. მაგ. გაციების შეგრძნება, კუნთების ტკივილი და ა.შ.

პოსტკოიტალური თავის ტკივილი განსხვავებული ცნებაა და ის არ არის ასოცირებული სექსის შემდგომ დეპრესიასთან.

პოსტკოიტალური დეპრესია როგორც წესი თვითამოწურვადია და სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100