სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ნაცმოძრაობა" უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების ერთად მოამზადებას სთავაზობს

ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ერთად მოამაზადონ, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა უნდა იყოს.

,,მივესალმები რა საქართველოს უმრავლესობის დეკლარირებულ სურვილს, რომ ევროპული განვითარება გააგრძელოს. ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ ერთად მოვამზადოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და საქართველოს კონსტიტუციაში, ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე დავაფიქსიროთ ის, რომ საქართველოს ერთადერთი მომავალი არის ევროპული მომავალი, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უნდა გაგრძელდეს. საქართველოს უსაფრთხოება უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სისტემას, ხოლო ჩვენი ქვეყნის მომავალი არის სწორედ ევროპულ ვექტორში, ევროპულ განვითარებაში და ევროპული ტიპის დემოკრატიის განვითარებაში. ამიტომ ,,ნაციონალური მოძრაობის" სახელით გამოვდივარ დამატებითი ინიციატივით და საპარლამენტო უმრავლესობას ვთავაზობთ ერთად შევიმუშაოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ეჭვის ქვეშ არასდროს არ დადგება", -განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100