სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განრისხებული ფანი დიდიე დროგბას მოედანზე დაეძგერა (ვიდეო)

აფრიკის ქვეყნების თასის საფეხბურთო მატჩი სენეგალისა და კოტ დ ვუარის ნაკრებებს შორის 67-ე წუთზე შეწყდა მას შემდეგ, რაც სტუმრებმა მეორე გოლი გაიტანეს. შეხვედრაში ორი გოლით გამოიჩინა თავი სტუმართა ფორვარდმა დიდიე დროგბამ, რომელმაც 67-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და თავისი გუნდი უკვე ორი ბურთით დააწინაურა. პირველი გოლიც სწორედ დროგბას ანგარიშზე იყო, რამაც, როგორც ჩანს, მასპინძლები იმდენად გააღიზიანა, რომ მათ მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს, ერთი განრისხებული გულშემატკივარი კი სათამაშო მინდორზე გაჩნდა და პირდაპირ „საძულველ“ დროგბას შეუტია. გულშემატკივარი სტიუარტებმა გაიყვანეს. ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან ასარიდებლად კოტ დ ვუარის გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ და თავი ცენტრში მოიყარეს. განრისხებული მასპინძლებისგან მათ დასაცავად პოლიცია იძულებული გახდა, ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. როგორც „ფრანს პრესი“ იტყობინება, ათეულობით გულშემატკივარი მოედნიდან საკაცეებით გაიყვანეს. ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია აფრიკის ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციას. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის კოტ დ ვუარში მასპინძლებმა 4:2 მოიგეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100