გამოხმაურება სტატიაზე და პასუხი: ჯიგურდა ნამდვილად პორნომომღერალია (ვიდეო)
ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც რუსეთის ტელევიზიაში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, („სკანდალი ტელევიზიაში და პორნომომღერალი, რომელმაც საკუთარი შვილის ჩასახვა გადაიღო“) (21:30 16.02) მსახიობსა და მომღერალ ნიკიტა ჯიგურდას „პორნომომღერალი“ ვუწოდეთ, რამაც ფორუმში „ანტიბიოტიკის“ ნიკით ჩართული ჩვენი საიტის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მკითხველისა და ავტორის რისხვა გამოვიწვიეთ. აი, როგორ გაგვინაწყენდა იგი:
„პორნომომღერალი რას ნიშნავს საერთოდ იცით? ფილმი მაინც თუ გაქვთ ერთი ნანახი ჯიგურდას მონაწილეობით? ჯიგურდას ცოლი არის მსოფლიო ჩემპიონი ფიგურულ სრიალში. ჯერ ილია ავერბუხთან /მგონი ასე ერქვა/ ცეკვავდა, სანამ მან წყვილი არ გამოიცვალა მომავალი მეუღლით, რის შემდეგაც უწყვილოდ დარჩენილი საფრანგეთში წავიდა და ახალ მეწყვილესთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ოღონდ საფრანგეთის სახელით. რამდენიმე წლის წინ კი რუსულ პროექტში „ტანცი ნა ლდუ“ მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი კავალერი რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი ქარიზმატული მსახიობი ჯიგურდა აღმოჩნდა...
პროექტი მათი ქორწინებით დამთავრდა (ჯიგურდასთვის ეს მეოთხე ქორწილი იყო, ცოლისთვის პირველი...მათ ვიდეოზე ბავშვის დაბადებაც გადაიღეს).
ამაზე შეიძლება იკამათოს კაცმა, თუმცა საკუთრივ ბავშვის დაბადება ყოველთვის სასწაულია.“
იმისათვის, რათა გავამართლოთ ჯიგურდასათვის „პორნომომღერლის“ ტიტულის მინიჭება, მოგვიხდება წინა წერილის შინაარსობრივად განვრცობა და თავდაპირველად იმის თქმა, რომ ჯიგურდამ, საკუთარი ბავშვის ჩასახვის სცენასთან ერთად, მისი დაბადების სცენაც გადაიღო, რასაც მოჰყვა რადიო „ვერცხლის წვიმის“ მიერ დაწესებული ჯილდოს – „ვერცხლის კალოშის“ – მიღება, საეჭვო მიღწევებისათვის შემოქმედებასა და პირად ცხოვრებაში. ეს „ჯილდო“ მას ერგო ნომინაციაში ყველაზე „მუდაკური“ საქციელისთვის – იმისათვის, რომ არათუ მხოლოდ გადაიღო ვიდეოზე ცოლის მშობიარობა, არამედ „იქ“ უმღეროდა სიმღერას.
ჰოდა, როდესაც ჯილდოს მფლობელს უხმეს სცენაზე, ჯიგურდამ, ლალი მოროშკინასგან განსხვავებით, ჩანგალი კი არ გაუყარა შოუს წამყვან ქსენია სობჩაკს, არამედ, თავდაპირველად განმარტა, რომ სრულიადაც არ გრძნობს თავს „მუდაკად“, რადგან რუსულ ენაზე „მუდაკი“ არის დაკოდილი ბურვაკი, ხოლო, „მე რომ დაკოდილი ვიყო, – თქვა მან – მარინა ანისინა ვერ გააჩენდა შვილს ჩემგან.“
მაგრამ, შემდეგ ვეღარ მოითმინა და, სცენაზე ჩანგლის ტრიალის ნაცვლად, არანორმატიული ლექსიკა დაატრიალა: ჯერ სიმღერით და მერე – პოეზიის ნიმუშებით. სწორედ ჯიგურდას ამ საქციელმა მოგვცა საბაბი, მისთვის „პორნომომღერალი გვეწოდებინა“. დღეს კი გთავაზობთ ერთდროულად, მის მიერ გადაღებულ მეუღლისა და შვილის სურათს (რომელიც, ქმრის მოწადინებით, განთავსებულია იმტერნეტში და თან ახლავს ამ წერილს) და ჯილდოს გადაცემის ცერემონიალის ვიდეოს, სადაც ასახულია შოუს წამყვანთაგან დემონსტრირებული, მის მიერ გადაღებული მშობიარობის კადრები. და ამის შემდეგ, როგორი რეპლიკებიც არ უნდა დავიმსახუროთ, თავს ნებას მივცემთ ჯიგურდას არა მარტო „პორნომომღერალი“, არამედ „პორნოადამიანიც“ ვუწოდოთ!
კომენტარი