დაევალოს პენიტენციურს ადვოკატებისთვის სააკაშვილის კადრების გადაცემა - მოსამართლე
დაევალოს პენიტენიცურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის დაცული ვიდეომასალის გადაცემა, - მოსამართლე გიორგი არევაძემ შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საუბარია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლის გადაღებულ ვიდეოკადრებზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა ასახული.
ადვოკატმა აღნიშნული მასალები ექსპერტიზის დასკვნის გასამყარებლად მოითხოვა და აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერებში მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდები უნდა იყოს ასახული.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადბის შუამდგომლობას განიხილავს.
კომენტარი