თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა
იჩქარეთ, თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაციის
დასრულებამდე 2 დღე დარჩა.
ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის
პროექტია, რომელიც წელს
უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის
მიზანი მცირე და საშუალო
ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და
ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ
მიიღო მონაწილეობა.
წელს
ბიზნესდაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი
ნომინაციებით:
·
საუკეთესო პროდუქტი
·
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
·
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
·
გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს
შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :
·
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება
ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს
მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.
ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც.
წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ,
ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ
მონაწილეობას.
პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი
სპონსორი), ფონდი EFSE
და „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მა წელს
პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული
თანასწორობისთვის, ხოლო
GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც
უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას,
არის კვლევით ი კომპანია ANOVA.
გამარჯვებულები
დაჯილდოების ფინალური ღონისძიებაზე, დეკემბერში გამოვლინდება.
თუ ჯერ არ ხარ ბიზნესდაჯილდოების
მონაწილე, განაცხადი შეგიძლია შეავსო აქ: https://www.businessaward.ge/
კომენტარი