სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი ქმარი და დედა, ჩემი უმცროსი დის ოჯახი ბომბებს კიევში, სარდაფებში ემალებიან " - ვერა ბრეჟნევა რუსებს მიმართავს

ჯგუფ ВИА Гра-ს ყო­ფი­ლი ვო­კა­ლის­ტი ვერა ბრეჟნე­ვა პრო­დი­უ­სერ კონ­სტან­ტინ მე­ლა­ძეს 2015 წლის ზა­ფხულ­ში გაჰ­ყვა ცო­ლად. ქალი ნა­ხევ­რად უკ­რა­ი­ნე­ლია. ბრეჟნე­ვა და მე­ლა­ძე 6 წე­ლია ცოლ-ქმა­რი არი­ან და ორი­ვეს ჰყავს შვი­ლე­ბი, თუმ­ცა არა სა­ერ­თო. მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო, მე­ო­რე დღეს­ვე მომ­ღე­რალ­მა ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ, რო­მე­ლიც კონ­სტან­ტი­ნის ძმაა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც კრი­ტი­კუ­ლი იყო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. იგი­ვე აზ­რზეა ვერა ბრეჟნე­ვა, რო­მე­ლიც წერს, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი უსაფრ­თხოდ არ არი­ან. ვერა ბრეჟნე­ვა: "არა­სო­დეს და­მიყ­ვია ჩვე­ნი ერე­ბი. არც მა­შინ, რო­დე­საც ათა­სო­ბით ადა­მი­ან­სა და ბავ­შვს ვეხ­მა­რე­ბო­დი. ჩემი დედა და ბე­ბია რუ­სე­ბი არი­ან. მამა და ბა­ბუა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. ორი­ვე ხალ­ხი ჩემი წი­ნაპ­რე­ბი და ჩემი სის­ხლია. და­ვი­ბა­დე და ვცხოვ­რობ უკ­რა­ი­ნა­ში. ახლა კი ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბულ მდო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. 32% რუსი გა­მომ­წე­რი მყავს "ინ­სტაგ­რამ­ზე". უბ­რა­ლოდ, მინ­და, იცო­დეთ სი­მარ­თლე და თუ რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, გა­ა­კე­თეთ. ბოლო დრომ­დე არ გვჯე­რო­და, რომ ეს მოხ­დე­ბო­და. მაგ­რამ მე­ხუ­თე დღეა ომში ვართ. სულ უფრო მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე იღუ­პე­ბა. სულ უფრო მეტი სახ­ლი, სკო­ლა, სა­ბავ­შვო ბაღი ნად­გურ­დე­ბა. ქა­ლა­ქე­ბის სი­ცო­ცხლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ნო­ბე­ბი გა­ნად­გურ­და. მე ახლა უსაფრ­თხოდ ვარ ბავ­შვებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ჩემი ქმა­რი და დედა, ჩემი უმ­ცრო­სი დის ოჯა­ხი ბომ­ბებს კი­ევ­ში, სარ­და­ფებ­ში ემა­ლე­ბი­ან, რად­გან სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს კი­ევ­ში, ჟი­ტო­მირ­ში, ხარ­კოვ­ში, ბერ­დი­ანსკში, მე­ლი­ტო­პოლ­ში, ხერ­სონ­ში, ჩერ­ნი­გოვ­ში, ოდე­სა­ში, კა­ხოვ­კა­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში. და თი­თო­ე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ეხ­ვე­წე­ბა რუს ჯა­რის­კა­ცებს - არ მოხ­ვი­დეთ, არ მოგ­ვკლა­თო. ამ ომს აზრი არ აქვს. მას არ აქვს სა­ბა­ბი. ვერ გა­აგ­რძე­ლებ... შე­ა­ჩე­რე ომი!!!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100